„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის N19 დადგენილებაში, ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის N19 დადგენილებაში, ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016057
8
05/02/2015
ვებგვერდი, 11/02/2015
010260020.35.171.016057
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის N19 დადგენილებაში, ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

 

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის №19 დადგენილებაში, ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის    24-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „გ.ბ.“  ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’,  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 19  სექტემბრის  №19  დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 24/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016019) შეტანილ იქნეს, შემდეგი ცვლილებები:

1. მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის  და ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილება;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილება;

2. მე-6  მუხლი ამოღებულ  იქნეს.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. საბიუჯეტო დაგეგმვისა  და ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილების ფუნქციებია:

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საბიუჯეტო დაგეგმვის  და ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილება, წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;

ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;

დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ, სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;

ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ, დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების, პროგნოზირებას;

თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;

ი) წინადადებების მომზადებას, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის ,თაობაზე;

კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;

ნ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად, ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;

ო) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

პ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

ჟ) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების  სარგებლობაში არსებული ქონების, აღწერა-ინვენტარიზაციას;

რ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;

ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე