დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.171.016055 |
|
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები 2014 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებაში, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 7676,6 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 350.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 6559.7 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 766,9 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 6951,9 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2330,5 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2330,5 ათ. ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 141.0 ათ. ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ
. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 86.0 ათ. ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 24.2 ათ. ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 61.8 ათ. ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) |
გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
13.1 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მეხანძრეების ოპერატიული მოქმედებისათვის.
13.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
მუხლი 14.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) |
ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
14.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდებასაგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების, მოვლა-შენახვისა და ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების ხარჯების დაფინანსება.
14.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოები.
14.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნარჩენების დაგვა-დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმა, ქალაქის ქუჩების მორწყვა და მორეცხვა.
14.4 ბინათმშენებლობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და თანადაფინანსება საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
14.5 კომუნალური მომსახურების ცენტრი (პროგრამულიკოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. |
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00 |
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად ქალაქ ოზურგთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, აგრეთვე, ახალი საბავშონ ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის გარეშე, შემოქმედებითი, ტექნიკური, ალტერნატიული და სხვა სახის დამატებითი განათლების მიღებას.
15.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშთა კვებას და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
15.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი და ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისათვის ხელშეწყობა სხვადასხვა ხარჯისათვის.
15.2.1. სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 04 03) პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი, პატრიოტული ცნობიერების, შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში, სადაც სრული თავისუფლება მიენიჭება მათ შესაძლებლობებს. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე განათლების პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
- ა.(ა).ა.ი.პ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“. |
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) |
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.
16.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, აგრეთვე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში.
16.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამულიკოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
16.1.2. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · ა(ა)აიპ - სპორტის განვითარების ცენტრი; · ა(ა)აიპ - საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“; · ა(ა)აიპ - ცენტრალური სტადიონი; · ა(ა)აიპ - ჩოგბურთის სკოლა; · ა(ა)აიპ - რაგბის განვითარების კავშირი; · ა(ა)აიპ - სასპორტო სკოლა;
16.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული ღონისძიებების ჩატარება, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება.
16.2.1. კულტურის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა,თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
16.2.2 კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · ა(ა)აიპ კულტურის ცენტრი; · ა(ა)აიპ ცენტრალური ბიბლიოთეკა; · ა(ა)აიპ თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი; · ა(ა)აიპ თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი–სურათების გალერეა; · ა(ა)აიპ კულტურისა და დასვენების პარკი; · ა(ა)აიპ ჯ.დუნდუას სახ. ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსაბლი „გურია“; · ა(ა)აიპ სამხატვრო სკოლა; · ა(ა)აიპ გრ. კილაძის სახ. მუსიკალური სკოლა; · ა(ა)აიპ ისტორიული მუზეუმი; ასევე პროგრამით დაფინანსდება: · სსიპ ,,ქალაქ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი“; · სსიპ ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“.
16.1.3 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. გაგრძელდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მხარდაჭერა და წახალისება; თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ორგანიზება.
16.1.4 ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა (კომუნალური გადასახადებით), ასევე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაფინანსდება სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.
16.1.5 ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტურიზმის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ტურისტული მარშრუტების დაგეგმარებას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას, ტურიზმის განვითრების ხელშეწყობას. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ტურიზმის პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · შ.პ.ს. ,,გურია თრეველი“. |
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსებას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
17.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალქის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ქალაქის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
17.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
17.2.1. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 01) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარების და მკურნალობის ხარჯების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას, რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველ ერთიან მონაცემთა ბაზაში 57001-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულით გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით. აგრეთვე, შეჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველ ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 150 001-მდე ქულით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, წილობრივი გადასახდელი თანხიდან, გაეწევათ დახმარება: ა) 0-დან 500 ლარამდე - 70% დაფინანსებით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ბ) 501 ლარიდან - 1500 ლარამდე -- 400 ლარის ოდენობით, გ) 1501 ლარიდან ზემოთ - 500 ლარის ოდენობით.
17.2.2 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 02) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ, ხოლო პერიტონალურ შემთხვევაში (ტრანსპორტირების თანხა ბენეფიციარზე) ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარის ოდენობით.
17.2.3 უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04 03) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უსინათლო, პირველი ჯგუფის, პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით.
17.2.4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 04) საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“-ს დღის ცენტრში 18 წელს გადაცილებული ბენეფიციართა მომსახურების დაფინანსება. მათ შორის: · ბენეფიციართა ყოველდღიური უზრუნველყოფა 2-ჯერადი კვებით; · ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა; · ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; · სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, პროფესიული და სხვა ტიპის უნარ-ჩვევების განვითარება; · სარეაბილიტაციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები; · კომუნალური მომსახურების ხარჯები.
17.2.5. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15 01) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების დახმარება თითოეულზე 200 ლარის ოდენობით.
17.2.6. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15 02) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და შექმნა, პირველადი მოთხოვნილების საქონლის შეძენა (არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით) და ბინის ქირით უზრუნველყოფა (არაუმეტეს 125 ლარისა).
17.2.6. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15 03) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარებებით უზრუნველყოფა. პროგრამა ითვალისწინებს: · კომუნალური გადასახადებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით დახმარებას. დახმარება გაიცემა ერთჯერადად თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით; · იძულებით გადაადგილებულ პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად, გარდაცვლილის ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით; · გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების, როგორც დაფინასება, ასევე თანაგადახდა 300 ლარის ოდენობით ფორმა 100-ისა ან ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის საფუძველზე.
17.2.7. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 15 04) პროგრამის მიზანია უკიდურესად შეჭირვებული ბენეფიციარების თანადაფინანსება: ა) სანიტარულ-ჰიგიენური ხარჯები; ბ) კომუნალური ხარჯები: ელ.ენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის; გ) კავშირგაბმულობის ხარჯები: ინტერნეტი, ტელეფონი; დ) დაცვისა და იჯარის ხარჯები; ე) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიების ხარჯები; ვ) საკანცელარიო საქონლისა და საოფისე ინვენტარის შეძენის ხარჯები.
17.2.8 მზრუნველობა მოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15 05) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.
17.2.9. ვეტერანთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15 06) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახების ფინანსური დახმარება. · 1941-1945 წწ. 9 მაისს - ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით. · 2008 წლის აგვისტოს oმში დაღუპულ მეომართა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, თითოეულ დაღუპულის ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. · 1992-1993 წწ. საქართელოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღეს 27 სექტემბერს ერთჯერადი დახმარება, თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით.
17.2.10. ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15 07) პროგრამის მიზანია ხანდაზმულთა თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირება. კერძოდ, ქალაქ ოზურგეთში, მეცნიერების ქ.#16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადების დაფინანსება.
17.2.11. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 16 01) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურდ შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-დან 150001-მდეა, ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე შვილი ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე მიეცემათ 25 ლარი, ხოლო ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 57001-მდე, წელიწადში 3-ჯერ (ახალი წელი, აღდგომა, სასწავლო წელი) გაეწევათ დახმარება 100 ლარის ოდენობით.
17.2.12. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 16 02) პროგრამის მიზანია ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
17.2.13. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) პროგრამით გათვალისწინებულია ომის ვეტერანების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე. |
მუხლი 18.
ბიუჯეტის გადასახდელები: |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები