„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016300
177
09/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
360160000.22.023.016300
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №177

2015 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს №133 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 25/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016256) დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 მუხლები:
,,მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი

იურიდიული დეპარტამენტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია ევროკავშირის სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების ,,უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;

 ე) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;

ვ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

ზ) სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა;

თ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office Word, excel, power point, outlook);

ი) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

მუხლი 10. იურიდიული დეპარტამენტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს მთავარო სპეციალისტი

იურიდიული დეპარტამენტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სასურველია სპეცილობით მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;

დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;

ე) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

ვ) სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა;

ზ) საოფისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office Word, Office Outlook ).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი