დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.176.016068 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010250000.35.176.016002:
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მერის წარმომადგენელი 1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. მერის წარმომადგენელი: ა) წარუდგენს მერს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს მერის 2014 წლის 08 ოქტომბრის №246 ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად; ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნებისა და ნუმერაციის შესახებ; ზ) საჭიროების შემთხვევაში გასცემს შუამდგომლობებს; თ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი. ბეჭედი გამოიყენება მხოლოდ საქონლის/პროდუქტის წარმომავლობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების ცნობების დასამოწმებლად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები