დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 12 მარტის №185-№35-№63-№22 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 233 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.034.016426 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 12 მარტის №185-№35-№63-№22 ერთობლივი ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/03/2012 წ., 480610000.22.034.016093) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოში რეადმისიის განხორციელების საფუძველი 1. საქართველოში რეადმისიის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირისა და საზღვარგარეთის სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში (შემდგომში – მიგრაციის დეპარტამენტი) რეადმისიის განაცხადის წარდგენა. 2. რეადმისიის განაცხადი ევროკავშირისა და საზღვარგარეთის სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების მიერ მიგრაციის დეპარტამენტს აგრეთვე შეიძლება წარედგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.
მუხლი 3. რეადმისიის განაცხადის განხილვაში მონაწილე ორგანოები 1. მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებაზე, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ასევე საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებასა და შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენაზე. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და მიგრაციის დეპარტამენტი რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანად შესრულების მიზნით უზრუნველყოფენ ერთმანეთთან უწყვეტ კავშირს, მათ მიერ განსაზღვრული საკონტაქტო პირების მეშვეობით.
მუხლი 4. რეადმისიისა და ტრანზიტის განაცხადის განხილვის ვადები 1. მიგრაციის დეპარტამენტი რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოს პასუხს აცნობებს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით): ა) რეადმისიის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში; ბ) რეადმისიის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, თუ რეადმისიის განაცხადი წარდგენილ იქნა დაჩქარებული წესით. 2. რეადმისიის განაცხადზე მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან/და საკონსულო დაწესებულებას. 3. მიგრაციის დეპარტამენტი ტრანზიტის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოს პასუხს აცნობებს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) რეადმისიის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
მუხლი 5. საქართველოში რეადმისიის განხორციელების პროცესში მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. რეადმისიის განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს: ა) საინფორმაციო ბაზებში დასაბრუნებელი პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მტკიცებულებათა უტყუარობის შემოწმებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე გადამოწმებას; ბ) ფოტოსურათის და თითის ანაბეჭდების შემოწმებას; გ) საზღვრის კვეთისა და გაცემული ვიზების შესახებ მონაცემების შემოწმებას; დ) სხვა უწყებების მიერ გაცემული დოკუმენტების უტყუარობის შემოწმებას; ე) რეადმისიის შეთანხმებით განსაზღვრული ტრანზიტის განხორციელებაზე უარის თქმის მიზეზების გამოკვლევას და დადგენას; ვ) საქართველოში რეადმისიის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში დასაბუთებული პასუხის გაცემას; ზ) ტრანზიტის დროს საჭირო დახმარების გაწევას და ტრანზიტის კოორდინაციას; თ) საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების მოქალაქეობის/ბინადრობის ნებართვის გამცემი/შემოსვლის ქვეყნის დადგენას; ი) საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შესაბამისი ბაზების წარმოებასა და გამოყენებას; კ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც აუცილებელია რეადმისიის შეთანხმების შესრულებისთვის. 2. რეადმისიის განაცხადის მიღების შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიცირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის შეკითხვებს და თანდართულ მასალებს აგზავნის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც თავის მხრივ ვალდებული არიან მიგრაციის დეპარტამენტს პასუხი აცნობონ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა. თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, განცხადებაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 3. რეადმისიის განაცხადის დაჩქარებული წესით წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიგრაციის დეპარტამენტისთვის დაუყოვნებლივ მიწოდებას, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა. თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, განცხადებაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 4. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული განაცხადის მიღების შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტი ტრანზიტის განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის შეკითხვებს და თანდართულ მასალებს აგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია მიგრაციის დეპარტამენტს პასუხი აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა. 5. მიგრაციის დეპარტამენტი შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში უზრუნველყოფს რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას.
მუხლი 6. საქართველოში რეადმისიის განხორციელების პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება მიგრაციის დეპარტამენტიდან რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით შეკითხვისა და თანდართული მასალების მიღების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებული მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს: ა) შესაძლებლობის ფარგლებში, პირის მოქალაქეობის prima facie მტკიცებულებების ნამდვილობის ან/და მათი გამცემი ორგანოს უფლებამოსილების დადგენას; ბ) საკონსულო დეპარტამენტის, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დარეგისტრირებული დოკუმენტების (მათ შორის, პასპორტები, სამოქალაქო აქტები და სხვა) შინაარსის ნამდვილობის ან/და მათი გამცემი ორგანოს უფლებამოსილების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების მიგრაციის დეპარტამენტისთვის მიწოდებას; გ) იმის გამორკვევას, თუ რამდენად შესაძლებელია აღნიშნული პირის საქართველოში დაბრუნება, მათ შორის, არსებობს თუ არა რეადმისიის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ტრანზიტის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები; დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის ან ამ პირისათვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას; ე) რეადმისიის მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმითა და წესით საქართველოში რეადმისიას დაქვემდებარებულ პირებთან გასაუბრებას. გასაუბრების შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიგრაციის დეპარტამენტს; ვ) რეადმისიით პირის საქართველოში დაბრუნების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ევროკავშირის ან საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების შესაბამისი უწყების მომართვის შემდგომ 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის (სამგზავრო დოკუმენტი) გაცემას, რომელსაც ექნება 90-დღიანი მოქმედების ვადა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც აუცილებელია რეადმისიის შეთანხმების შესრულებისთვის.
მუხლი 7. საქართველოში რეადმისიის განხორციელების პროცესში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება 1. მიგრაციის დეპარტამენტიდან რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით შეკითხვისა და თანდართული მასალების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიღებული მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს: ა) რეადმისიის განაცხადში მითითებულ მონაცემთა მიხედვით რეადმისიას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიცირებას საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; ბ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც აუცილებელია რეადმისიის შეთანხმების შესრულებისთვის. 2. მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან შესაბამისი წერილობითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრეთვე უზრუნველყოფს: ა) საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რეადმისიას დაქვემდებარებულ პირზე საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული პირადობის/ბინადრობის მოწმობის, პასპორტის, საქართველოს ვიზის და სხვა დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმებას; ბ) საკუთარ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რეადმისიას დაქვემდებარებულ პირზე არსებული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“. |
2.
მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში „ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის“ პროექტით განსაზღვრული რეადმისიის პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის ორგანიზაციულ საკითხებსა და აღნიშნული სისტემის მართვას. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ა) ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს რეადმისიის პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის იმპლემენტაციის მიზნით, ასევე უზრუნველყოფენ აღნიშნული სისტემის გამოყენებას; ბ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ რეადმისიის შეთანხმებისა და ამ ბრძანების შესრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები