„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016211
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
05/02/2015
ვებგვერდი, 11/02/2015
010250020.35.169.016211
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2015 - 02/03/2015)

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო: კოდი 010250020.35.169.016074)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების   მე-11 მუხლი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი11. გამგეობის სამსახურები

1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით  უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის ცალკეული დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-­საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური;

გ) ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;

დ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ე) შიდა აუდიტის სამსახური;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) ზედამხედველობის სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“.

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების   მე-12 მუხლი შეიცვალოს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისათვის მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადგილობრივი არქივისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.

 2. ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) თვითმმართველ ერთეულში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ­ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სტატისტიკის წარმოება, მუნიციპალური ქონების, დოკუმენტების, ქონებრივი და სხვა უფლებების აღრიცხვა;

გ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი-­ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარება, მშენებლობის კოორდინაცია და ზედამხედველობა სამშენებლო ნორმების დაცვაზე;

დ) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, ადგილობრივი სამგზავრო-­სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულირება;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების ორგანიზება;

ვ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვა­რეგისტრაცია, მართვა და ეფექტური გამოყენება;

ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენება; კონტროლი გარემოს მდგომარეობაზე; გარემოს ბუნებრივი წონასწორობისა და დაცვითი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება.

 3. საფინანსო­საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება­დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების შედგენა, დასამტკიცებლად მათი წარდგენა; დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

4. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

5. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება.

6. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

გამგეობის სამართლებრივი მომსახურეობა, გამგეობის ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვა; გამგეობის იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათი ვიზირება.

7. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ზედამხვედელობის განხორციელება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე; მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა­ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ­სამართლებრივი  წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;

ბ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოწყობის, კეთილმოწყობის, დასუფთავების, კომუნალური მომსახურების ორგანიზებაზე. საბინაო­კომუნალური მეურნეობის და კეთილმოწყობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

გ) ზედამხედველობა ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფლების იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, საგზაო მეურნეობის სფეროზე. ტრანსპორტის, საგზაო მეურნეობის, ვაჭრობის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.

8. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების უზრუნველყოფა.

9. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას

განყოფილებები.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში  (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

 


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილენუგზარ პაპიაშვილი