„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 033013000.10.003.018421
37
05/02/2015
ვებგვერდი, 06/02/2015
033013000.10.003.018421
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2015 წლის 5 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემ­დეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელ­დება ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზ­ღვრულ შენობებზე შემდეგი მახასიათებლებით - განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით, K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ2-მდე ფართობის, 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზე­დაპირიდან  საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების.“.

2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დად­გენილებით განსაზღვრული, V კლასს დაქვემდებარებუ­ლი შენობა-ნაგებობების (გარდა ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტისა) მშენებლობის წარმოების ყველა ის ეტაპი, რომელიც ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ნაწი­ლების (გარდა საინ­ჟინრო-გეოლოგიური კვლევისა) მშენე­ბ­ლო­ბის განხორციელე­ბასთან არის დაკავ­ში­რებული.“.

3. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ამ დადგენილების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათ­ვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, რომელთა სამოქ­მედო ტერიტორიაზეც დაგეგ­მილია მშენებ­ლობა, გარდა, გუდაურის სარეკ­რეაციო ტერიტორიაზე დაგეგმილი შენობა-ნაგებობების მშენებლობისა.“.

4. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – არა უმეტეს 12 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ბახმაროს, ბაკურიანის და ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, აგრეთვე, ყველა კლასის იმ ობიექტებისათვის (გარდა V კლასისა), რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას - არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – არა უმეტეს 30 დღისა;

ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში - არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნო­ლოგიური სქემის შეთანხმება) - არა უმეტეს 18 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ბახმაროს, ბაკურიანის და ურეკის სარეკრეაციო ტერი­ტორიებისათვის, აგრეთვე, ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და V კლასის შენობა-ნაგებო­ბე­ბის­თვის – არა უმეტეს 20 დღისა;“.

5. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება – არა უმეტეს 12 დღისა; IV და V კლასების შენობა-ნაგებობებისათვის, აგრეთვე, ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და ბახმაროს, ბაკურიანის და ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის - არა უმეტეს 15 დღისა;“.

6. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი