დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016171 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვეგანაყოფების–განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვეგანაყოფებია:
ა) სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. 6. განყოფილების უფროსების უფლება-მოვალეობები, წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.“: |
2.
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,მუხლი 4. სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები და სამუშაოთა აღწერილობა
სამსახურის სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
3.
დადგენილებას დაემატოს მუხლი 41 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,მუხლი 41. უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილების ფუნქციები და სამუშაო აღწერილობა
უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
4.
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,მუხლი 5. სამსახურის დებულების ცვლილებები
1.ამ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული წესებისა და პროცედურების მიხედვით. 2. ეს დებულება ძალაში შედის საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნების მომენტიდან.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები