დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016170 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016128) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,1. სამსახური შედგება უფროსის, განყოფილების უფროსისა და სპეციალისტისგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის თანამშრომელთა უფლებამოვალეობები, წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, გამგეობის შინაგანაწესით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.“. |
2.
დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,4. შესყიდვების სამსახურის დაგეგმვის, აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციები:
1.შესყიდვების განყოფილებას ჰყავს უფროსი. 2. შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მოცულობებიდან პროგრამიდან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვების სტრატეგიებისა და გეგმების მომზადება და სამსახურის უფროსისათვის მათი წარდგენა; ბ) განხორციელების პროცესში ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი და მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი და ანალიზი; გ) საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები