,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016168
11
04/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010260020.35.103.016168
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2015 წლის 4 თებერვალი

დ. მესტია

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016133) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - სპეციალისტებისგან:

ა) სპეციალისტი განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში;

ბ) სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში;

გ) სპეციალისტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში.“

2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-3, მე-5, მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების სპეციალისტებისაგან.

5. განყოფილების სპეციალისტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით, რომლის შესახებ ბრძანებას   გამოსცემს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურის სპეციალისტების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ინსტრუქციებით და  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. დადგენილების მე-4, მე-5, მე-6  მუხლების სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
ა) ,,მუხლი 4. სპეციალისტი განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

მუხლი 5. სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში.

მუხლი 6. სპეციალისტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე