,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016167
10
04/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010250020.35.103.016167
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2015 წლის 4 თებერვალი

დ. მესტია

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის  №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016132) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის  მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
ა) ,,3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.“.
2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, და მე-7 პუნქტები, ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
ა) ,,4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების სპეციალისტებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების სპეციალისტი.

6. განყოფილების მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. განყოფილების სპეციალისტის ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის სპეციალისტების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ინსტრუქციებით და  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“

მუხლი 2
          დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე