დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016164 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 და,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის №2402 განკარგულებების გათვალისწინებით, |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016155) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობები: |
ა)
,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის" მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფილი 108.060 ათასი ლარი; |
ბ)
,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №–2402, 2014 წლის 24 დეკემბრის განკარგულებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 460,0 ათასი ლარი.
|
2.
აისახოს ბიუჯეტის გადასახდელები:
გაზრდილ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის გადასახდელების ნაწილი – 2009.26 ათასი ლარით და განისაზღვროს – შესაბამისად – 9008.56 (მათ შორის წლის დასაწყისში არსებული ნაშთი – 1901.2 ათასი ლარით, ნაცვლად – 6999.3 ათასი ლარისა; ამასთან – 2009.26 ათასი ლარის დამატება აისახოს ბიუჯეტის შემდეგ მუხლებში: |
ა)
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას სულ – 5.0 ათასი ლარი (01 02) მათ შორის:
ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვა – 4.8 ათასი ლარი. საქონელი და მომსახურება – 0.2 ათასი ლარი. |
ბ)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 16.9 ათასი ლარი (03 05) მათ შორის:
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში სულ – 16.9 ათასი ლარი. |
გ)
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა სულ – 228.9 ათასი ლარი (03 04) მათ შორის:
სხვადასხვა ხარჯების მუხლში – 215.0 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში – 13.9 ათასი ლარი. |
დ)
მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა სულ – 499,5 ათასი ლარი (03 03) მათ შორის:
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში – 499,5 ათასი ლარი. |
ე)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია სულ – 215.0 ათასი ლარი (03 02 03) მათ შორის:
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში - 215.0 ათასი ლარი. |
ვ)
დასუფთავების ღონისძიებები სულ – 120.0 ათასი ლარი (03 02 02) მათ შორის:
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში - 120.0 ათასი ლარი. |
ზ)
მესტიის მუნიციპალიტეტში საბაგირო გზის მშენებლობა სულ – 525.4 ათასი ლარი (03 01 02) მათ შორის:
სუბსიდია – 460.0 ათასი ლარი. საქონელი და მომსახურების მუხლში – 15.5 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში – 49.9 ათასი ლარი. |
თ)
მესტიის მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია სულ – 398.6 ათასი ლარი (03 01 01) მათ შორის:
სუბსიდიის მუხლში – 4.5 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში – 394.1 ათასი ლარი. |
3.
გადატანილ იქნას მუხლიდან მუხლში:
|
ა)
„მუნიციპალიტეტის გამგეობის“ (ორგანიზაციული კოდი 01 02) საქონელი და მომსახურების მუხლიდან – 70.5 ათასი ლარი ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების (ორგანიზაციული კოდი 05 03) საქონელი და მომსახურების მუხლში. |
ბ)
„მუნიციპალიტეტის გამგეობის“ (ორგანიზაციული კოდი 01 02) საქონელი და მომსახურების მუხლიდან – 32.4 ათასი ლარი ა(ა)იპ მესტია დასუფთავების (ორგანიზაციული კოდი 03 02 02) სუბსიდიის მუხლში. |
გ)
„ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება“ (ორგანიზაციული კოდი 02 03) არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან – 0,9 ათასი ლარი შრომის ანაზღაურების მუხლში; არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან – 5.0 ათასი ლარი საქონელი და მომსახურების მუხლში. |
დ)
„სარეზერვო ფოდიდან“ (ორგანიზაციული კოდი 01 03) საქონელი და მომსახურების მუხლიდან – 15.0 ათასი ლარი მესტიის „მუნიციპალიტეტის გამგეობის“ (ორგანიზაციული კოდი 01 02) საქონელი და მომსახურების მუხლში. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის შემოსავლები 7107.4 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9008.6 ათასი ლარის (მათ შორის ნაშთი 1901.2ათასი ლარი) ოდენობით:
თავი II მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2015 -2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
შემოსულობების ნაწილში: 2015 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 6,999.3 ათასი ლარის ოდენობით. ცალკეულ სახეობათა მიხედვით შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები იძლევა შემდეგ სურათს: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 3,402.0 ათას ლარს მათ შორის: საწარმოთა ქონების გადასახადი წარმოდგენილია 1,050.0 ათასი ლარის ოდენობით. ქონების გადასახდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2.0 ათასი ოდენობით, ქონების გადასახდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2,350.0 ათასი ლარის ოდენობით. გრანტებით მისაღები საპროგნოზო თანხა შეადგენს 3,222.3 ათას ლარს, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერი 3097.3 ათასი ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერი 125.0 ათასი ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლებიდან გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 300.0 ათასი ლარს, კერძოდ ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელი 300.0 ათასი ლარი. საქონელი და მომსახურების რეალიზაციიდან 15.0 ათას ლარი, ჯარიმები და საურავები 30.0 ათასი ლარი. არაფინანსური აქტივების კლება დაგეგმილია 30.0 ათასი ლარით. დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის და ააიპ „მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსება. დელეგირებულ უფლებამოსილებათა დასაფინანსებლად გამოყოფილი 125.0 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილი მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) 270.0 ათასი ლარით ფინანსდება საგანგებო სიტვაციების მართვის სამსახური, რომელიც ემსახურება სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) 60 ათასი ლარით ფინანსდება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(1160.0 ათასი) ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ბისსაცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ქსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) 600.0 ათასი ლარი – პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია. 2015 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(500.0 ათასი ლარი) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ექსპლოატაციის ღონისძიებები გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) 200.0 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი წერტილების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) 370.0 ათასი ლარი გამოიყო დასუფთავების ღონისძიებისთვის, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) 81.0 ათასი ლარი – პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები, ისტორიული უბნების აღდგენა-რეაბილიტაცია, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია - აშენება. ასევე აღნიშნულ თანხაში შედის საპროექტო სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შესყიდვის ხარჯი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(668.0 ათასი ლარი) განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) 600.0 ათასი ლარი ეთმობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 341 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და ამღზრდელთა ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 04 03) 68.0 ათასი ლარი ხელოვნების სკოლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა.მომდევნო წლებში დავგეგმეთ სხვადასხვა დარგების დამატება, რაც გამოიწვევს პედაგოგთა და მოსწავლეების რიცხვის გაზრდას და მათ ჩაბმვას აქტიურად სასწავლო პროცესში. ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; ხელოვნების სკოლის ფუნქციები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1) საფორტეპიანო სწავლება. 2) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება. 3) ფოლკლორი და სახვითი ხელოვნების სწავლება. ხელოვნების სკოლა დაფუძნდა 2013წ 19 ივლის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, ფუნქციონირება დაიწყო 2014 წ მარტიდან. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(1354.0 ათასი ლარი) კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობობების განვითარება. ა(ა)იპ „სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) 620.0 ათასი ლარით ფინანსდება სპორტული ღონისძიებები, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(507.0 ათასი ლარი) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა და ბიბლიოთეკები. (კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) 360.0 ათასი ლარით ფინანსდება ააიპ „კულტურის ცენტრი“ მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი 5 კულტურის სახლი, 2 სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი „ბეთქილი”, 2 სახელობითი მუზეუმი, 3 ფოლკლორული ანსამბლი („რიჰო”. „ლატალი”, ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი „ბეთქილი”). მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) 65.0 ათასი ლარია გამოყოფილი ბიბლიოთეკების დაფინანსება, მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფი და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურებას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება, რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს, საცავის რეაბილიტაცია, სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. 2015 წ მთავარ პრიორიტეტად გვაქვს დასახელებული ნაკრაში, უშგულში და იფარში ბიბლიოთეკის გახსნა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ხელოვნების სახლ-მუზეუმი (05 02 05) 82.0 ათასი ლარით ფინანსდება „ააიპ ხელოვნების მუზეუმი“ რაც მიზნად ისახავს მხატვარი ძმების ირაკლი, მარატ და გოვენ ფარჯიანების თანამედროვე ხელოვნების მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნას და ფუნქციონირებას. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) 127.7 ათასი ლარით ფინანსდება ახალგაზრდული პროგრამები. აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალმხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. 2015 წ აღნიშნული თანხით იგეგმება: პროექტი „ფოლკლორული ფესტივალი ზემო სვანეთი 2015“ – 20 000 ლარი; სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი „ეტალონი“ – 3 000 ლარი; „ზემო სვანეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პირველადი ინვენტარიზაცია“ (ბროშურების გამოცემა) – 6 000 ლარი; „მხიარული სტარტები“ – 7 000 ლარი; „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“ – 6 000 ლარი; 26 მაისის ღონისძიება – 5 000 ლარი; მირონ ხერგიანის წიგნის გამოცემის თანადაფინანსება, “კლდის ვეფხვის“ ინგლისურ ენოვანი თარგმანი – 5 000 ლარი; ერეკლე საღლიანის ლექსების კრებული „შამარირა“ – 5 000 ლარი ; ბავშვთა დაცვის დღე – 5 600 ლარი; „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ – 1 200 ლარი; „რა, სად, როდის“ – 1 200 ლარი; „არქეოლოგიური გათხრები სვანეთში“ – 10 000 ლარი; ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმი: „ნაკვალევზე“ – 45 000 ლარი. ააიპ „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 04) 27.0 ათასი ლარი – ამ პროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება,პერსონალის დაფინანსება, ქვეპროგრამის მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: თეატრის რეაბილიტაცია, კვალიფიციური კადრების დამატება, საინტერესო პროექტების შექმნა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ააიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება (05 05) 100.0 ათასი ლარი გამოიყო ა.აიპ“ კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დასაფინანსებლად“ აღნიშნული ა.ა.იპ ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და დაცვას. (322.0 ათასი ლარი) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) 70.0 ათასი ლარით ფინანსდება ჯანდაცვის პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება.გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(162.0 ათასი ლარი) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) 10.0 ათასი ლარი გამოიყო მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვის დასაფინანსებლად, აღნიშნული პროგრამით ხორციელდება დედ-მამით ობოლ და ინვალიდ ბავშვებზე დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) 136.0 ათასი ლარი გამოიყო გაჭირვებულთა ერჯერადად დახმარებისთვის, აღნიშნული პროგრამა მოიცავს გაჭირვებული ოჯახების გადაუდებელი ღონოსძიებების დაფინანსებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) 16.0 ათასი ლარი გამოიყო ხანდაზმულთა და ვეტერანთა დასახმარებლად აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე დახმარება . 2. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა (დაკრძალვის ხარჯები) დახმარება. 3. ხანდაზმულები მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) 60.0 ათასი ლარი გამოიყო პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. ახალშობილებზე ერთჯერად დახმარებას. 2. ონკოლოგიურ და მძიმე ავადმყოფებზე ერთჯერადი დახმარებები. 3. პირველი ჯგუფის ინვალიდების ერთჯერადი დახმარებები. 4. მრავალშვილიანები. 5. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) 30.0 ათასი ლარი გამოიყო აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
|
დოკუმენტის კომენტარები