„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016161
4
04/02/2015
ვებგვერდი, 10/02/2015
010250050.35.103.016161
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2015 წლის 4 თებერვალი

დ. მესტია

 

„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად:

მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016123) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ. ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურული ერთეული შედგება სამსახურის უფროსის, გარემოს დაცვის, ვეტერინარულ, კომუნალური კეთილმოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილებებისაგან, ასევე მოსამსახურე პერსონალისგან, რომელთა უფლებამოსილება მოიცავს კონტროლს, შემოწმებას დაგამგეობის კომპეტენციებს მიკუთვნებულ ყველა იმ საქმიანობის სფეროებზე საკითხების რეგულირება, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მუნიციპალური პროგრამები და შესაბამისად წარმოებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლი; სამსახურის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრეროგატივას წარმოადგენს სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საოქმო წარმოების განხორციელება“.

3. მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ. შესყიდვების სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, შესყიდვების სამსახურის დაგეგმვის, აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებისა და მოსამსახურე პერსონალისგან, რომლის საქმიანობის ძირითადი ფუნქციების მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სატენდერო ხელშეკრულების პროექტის შემუშავება, შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული პირობებისა და მიმდინარეობის შემოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება. ასევე შესრულებული სამუშაოს მიღება–ჩაბარების აქტის მომზადება“.

4. მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სოციალური დაცვის სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებისა და უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილებისაგან, რომელთა საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ სამსახურებთან და კერძო სამართლის ანალოგიური პროფილის სუბიექტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია, ვეტერანთა, დევნილთა და სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემების შესწავლა, დახმარების გაწევა და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ასევე ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებთან იმ საკითხების რეგულირება, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებს უკავშირდება“.

5. ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის „ლ“ პუნქტი.

6. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს მიეკუთვნება სამსახურის განყოფილების უფროსი, გამგებლის წარმომადგენელი, მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, მოწვეული სპეციალისტი, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე