დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016167 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი: „53. თბოელექტროსადგურის მიერ ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ტესტირების დროს გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.“. 2. მე–13 მუხლის მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51, მე-52 და 53 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“. 3. მე–14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11, 12, 13 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა;“. 4. მე–14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. ამ წესების მე-13 მუხლის 53 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი შეისყიდის: ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ თბოელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი; ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“. 5. მე–14 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11, 12 და 13 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“. 6. მე–149 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის ტრანზიტის გადახრებზე ამ წესების მე-148 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულების ფარგლებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ტრანზიტის დამკვეთთან ანგარიშსწორებას ახორციელებს: ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ თბოელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი; ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები