დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.018420 |
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 898 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის ღირებულება შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას და განისაზღვრება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შეთანხმებით. 2. „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტით)“ გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოველწლიური თანადაფინანსება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის შეადგენს 2250 ლარს საქართველოს მოქალაქისათვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის. 3. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულების დაფარვის მიზნით, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი. 4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა რაოდენობა ამ პროგრამის ამოქმედების პირველ წელს არ უნდა აღემატებოდეს 500-ს, პროგრამის მოქმედების მეორე წელს - 1000-ს, პროგრამის მოქმედების მესამე წელს - 1500-ს და პროგრამის მოქმედების მეოთხე და შემდგომ წლებში - 2000-ს. 5. საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხები მოხმარდება კომპაქტით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების პროექტის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია გააფორმებენ შეთანხმებას საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ათვისების წესისა და პირობების შესახებ. 6. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების არა უმეტეს 25 პროცენტისა დაფინანსდება სრულად ან ნაწილობრივ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - „საქართველო“ (MCA-Georgia)“-ს შორის შეთანხმებული წესით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები