„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.113.016218
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
04/02/2015
ვებგვერდი, 10/02/2015
010320000.35.113.016218
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/02/2015 - 04/03/2015)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2015 წლის 4 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, ბიჯის სიდიდე განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.
მუხლი 2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია