„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016425
213
23/03/2015
ვებგვერდი, 24/03/2015
140130000.22.034.016425
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №213

2015 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ  მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31.12.213 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016267) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქცია (დანართი №7).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი №7

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქცია

გახსოვდეთ:

–   თქვენ ემსახურებით საზოგადოებას;

– უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან;

– თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით;

– უნდა დაიცვათ ეთიკის კოდექსით დადგენილი კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები;

– დაუშვებელია პროფესიული მოვალეობების შესრულებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზებით;

– უნდა იყოთ შეურიგებელი კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ მოახსენოთ ზემდგომ  თანამდებობის პირებს და შესაბამის  ორგანოებს;

– არ ისარგებლოთ ბოროტად სამსახურებრივი ინფორმაციითა და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად;

–   უნდა იყოთ კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ;

– კოლეგებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს;

– კოლეგებთან უნდა აწარმოოთ კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის  მიუღებელი ფორმით  გამოხატვა;

– სამსახურებრივი ურთიერთობისას თავი უნდა შეიკავოთ ფამილარული ურთიერთობებისაგან;

–   თქვენგან ელოდებიან პრობლემის გადაჭრას და დახმარების აღმოჩენას;

– დაუშვებელია დისკრიმინაცია პირის მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ასაკის, განათლების, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, დაბადების ან სხვა სტატუსის მიხედვით;

– თქვენი აგრესიულობა იწვევს დაკავებულის/განთავსებულის საპასუხო აგრესიას;

– დაკავებულ/განთავსებულ პირს უნდა მოეპყროთ ჰუმანურად. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის, დადგენილი შინაგანწესისა და დღის წესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

– დაკავებულ/განთავსებულ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს დროებითი განთავსების ცენტრის  მოსამსახურეთა ქმედებები;

– დაკავებულ/განთავსებულ უცხოელს უფლება აქვს, დაამყაროს კონტაქტი თავისი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

გევალებათ:

– პირის მიერ ქრთამის შემოთავაზების შემთხვევაში უზრუნველყოთ ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება;

– თქვენი კოლეგის არამართლზომიერი/კანონსაწინააღმდეგო ქცევის შესახებ უზრუნველყოთ ხელმძღვანელის ინფორმირება;

– უზრუნველყოთ დისციპლინურ დარღვევებზე სათანადო რეაგირება;

– გაუფრთხილდეთ საკუთარ და უწყების რეპუტაციას, შეინარჩუნოთ ქცევის მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე არასამუშაო დროს;

– გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ ფორმა სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით;

– ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას დაიცვათ იერარქიული წესრიგი და სუბორდინაცია;

–  ატაროთ მოწესრიგებული ვარცხნილობა, იყოთ წვერგაპარსული;

– საკუთარ თავზე სისტემატური მუშაობა პროფესიონალიზმისა და ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად;

– პირებთან ურთიერთობისას იყოთ თავაზიანი, მომთმენი და ისაუბროთ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე;

– განახორციელოთ პირის გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება ადამიანის ღირსების სრული დაცვით;

– განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყროთ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს;

– განსაკუთრებული სიფრთხილით დასვათ კითხვები, როდესაც მიმართავთ არასრულწლოვნებს, თავშესაფრის შესაძლო მაძიებლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესაძლო მსხვერპლს ან/და პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით იმყოფებოდნენ ექსპლუატაციის ქვეშ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კანონიერი საფუძლის გარეშე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე;

– დროებითი განთავსების ცენტრში პირის მიყვანისთანავე უზრუნველყოთ მისთვის გასაგებ ენაზე უფლებების, ვალდებულებების, შინაგანაწესისა და დღის წესრიგის  განმარტება;

– დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირის დათვალიერებისა და შემოწმებისათვის იმავე სქესის თანამშრომლის გამოყოფა;

– დროებითი განთავსების ცენტრში დაკავებისას/განთავსებისას ექიმის მიერ შემოწმების, ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და მესამე მხარისათვის დაკავების ფაქტის შესახებ შეტყობინების უფლების უზრუნველყოფა;

– დაკავებული/განთავსებული პირის მიმართ პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა;

– დაკავებული პირის რელიგიური და მორალური ფასეულობების პატივისცემა;

– მიიჩნიოთ პირი თავშესაფრის მაძიებლად, თუ ის ნებისმიერი ფორმით გამოხატავს დევნის საფუძვლიან შიშს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში  და მისცეთ მას კანონიერად თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება;

– თავშესაფრის მაძიებლებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებისადმი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა რეგულარული შემოწმება მათი  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს ინფორმირება;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირების მიერ ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა;

– დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, თავდაცვის მიზნით, გამოიყენოთ მხოლოდ პროპორციული ძალა;

 – ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას.

 

გეკრძალებათ:

– სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

– სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ალკოჰოლური სასმლის მიღება ან სამსახურში გამოცხადება/ყოფნა ნასვამ მდგომარეობაში;

– ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა ნებისმიერი თანხის, საჩუქრისა და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ;

– პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება;

– ესკორტირებისას დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება არასამსახურებრივი დანიშნულებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

– პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვაში, ასევე პოლიტიკური მიზნით მასობრივ შეკრებებსა და მანიფესტაციებში  მონაწილეობა;

– სამორიგეოს მიტოვება და ძილი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას (გარდა გრაფიკით დადგენილი პერიოდისა);

– სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დიდი ზომის სამკაულის ტარება (საყურე, ყელსაბამი, სამაჯური) და მკვეთრი მაკიაჟის გამოყენება;

– დაკავებულ/განთავსებულ პირთან საუბრის დროს სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილური ტელეფონით საუბარი და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

– დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონითა და ინსტრუქციებით, აღემატება დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების უსაფრთხოების სტანდარტებს და არაკანონიერია;

– ადამიანების წამება, მათ მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური და  ღირსების შემლახველი მოპყრობა;

– დაკავებულ/განთავსებულ პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა, ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა;

– თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში პირის გაძევების პროცედურების წამოწყება;

– მშობლებისა და მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების განცალკევება, გარდა უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რაც განპირობებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვით;

– დროებითი განთავსების ცენტრში იარაღის ტარება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული  შემთხვევებისა;

– დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, გარდა დაკავებულის გაქცევის მცდელობის აღკვეთის, ასევე იმ შემთხვევებისა, როდესაც არაძალისმიერი მეთოდები საკმარისი არ არის დაკავებული პიროვნების, სხვა პირების ან/და შენობის/ინვენტარის დაზიანების  თავიდან ასაცილებლად.