დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.113.016214 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 7 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
|
1.
„მუხლი 7. საორგანიზაციო განყოფილება
საორგანიზაციო განყოფილება: |
ა)
ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; |
ბ)
ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; |
გ)
ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; |
დ)
ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; |
ე)
ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; |
ვ)
ახდენს ინიიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; |
ზ)
აკონტროლებს საკრებულოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას; |
თ)
ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირების საქმიანობას. |
ი)
საკრებულოს და ბიუროს გადაწყეტილების საფუძველზე ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ღონისძიებებს; |
კ)
უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, მის ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას საარქივო მასალების ანოტირებას და საარქივო წარმოებას; |
ლ)
აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპოდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადის დაცვას; |
მ)
უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; |
ნ)
ახდენს საკრებულოს ნორმატიული აქტების აღრიცხვას, სისტემატიზაციას და შენახვას; |
ო)
ახდენს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, მუდმივმოქმედი კომისიების სხდომების საოქმო მომსახურებას; |
პ)
ახდენს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე ზედამხედველობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფას; |
ჟ)
უზრუნველყოფს თანამდებობის პირების ურთიერთობას მასობრივ-საინფორმაციო საშუალებებთან; |
რ)
ახდენს პრესკონფერენციების, საინფორმაციო კამპანიის ჩატარების ორგანიზებას, ამზადებს ყოველდღიურ პრესდაიჯესტს, მასალებს გამოსაქვეყნებლად; |
ს)
უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიურ გამოქვეყნებას ვებგვერდებსა და ინტერნეტსაიტებზე; |
ტ)
უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების პროგრამების მომზადებას.“ |
2.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამდივნო 1. სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას. 2. ორგანიზებას უწევს საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან. 3. უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. ა) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები, შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებას და სათანადო დასკვნების მომზადებას, მონაწილეობს აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში; ბ) ახდენს „საკანონმდებლო მაცნეში“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების გადაგზავნას; გ) უზრუნველყოფს სასამართლოებში საკრებულოს წარმომადგენლობას; 4. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას; 5. აფორმებს და ამზადებს საკრებულოს თანამდებობის პირების, აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს.“. |
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები