„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016210
5
04/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010250020.35.108.016210
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2015 წლის 4 თებერვალი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016202) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილების დანართი №1–ის მე–2 მუხლის მე–14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა –სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000–ზე ნაკლები  სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე, რომელიც ითხოვს საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში  არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის სამშენებლო მასალებს (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი (შიფერი) ან ლითონის მოთუთიებული ფურცელი, ხის მასალა), არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გადაცემა.“.

ბ) დადგენილების დანართი №1-ის მე-10 მუხლის  პირველი და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქემ, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია  სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 70 000–ზე ნაკლები სარეიტინგო   ქულა,   საკუთრებაში/ფაქტობრივ    მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი (შიფერი) ან ლითონის მოთუთიებული ფურცელი, ხის მასალა) მისაღებად, განცხადებით უნდა მიმართოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

ბ) სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

2. წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდეს ერთობლივი  კომისიის (შემდგომში – კომისიის)  მიერ.  კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 9 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილ იქნეს არა უმეტეს  3  წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე.“.

მუხლი 2
 
   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი