„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016130
3
30/01/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010340000.32.061.016130
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №3

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის  თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 14/01/2014წ. 010340000.32.061.016067) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების „მე-8 მუხლი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) საქმისწარმოებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახური;

ბ ) სახაზინო დეპარტამენტი:

ბ.ა) ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების შემოწმების განყოფილება;

ბ.ბ) ბიუჯეტის ხარჯებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება.

გ) საბიუჯეტო დეპარტამენტი:

გ.ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის განყოფილება;

დ) ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი:

დ.ა) საწარმოთა მართვის სამსახური;

ე) სტატისტიკის დეპარტამენტი:

ე.ა) შრომის სტატისტიკის სამსახური;

ვ) ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი:

ვ.ა) საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახური;

ზ) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;

თ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:

თ.ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.

თ.ბ) იურიდიული განყოფილება;

ი) შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს;

3. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;“.

4. დებულების მე-13 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა.ა) საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება; ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა; საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შემუშავების მიზნით შესაბამისი შეფასებებისა და წინადადებების მომზადება;

ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე შემდგომი წლის ნაერთი და რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრების პროგნოზირება; ბიუჯეტის ხარჯების, აგრეთვე, საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;

ა.გ) სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების „გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ ბიუჯეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ა.დ) საბიუჯეტო მაჩვენებლების პროგნოზული გაანგარიშებების განხორციელება;

ა.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებულ მონაცემთა გაერთიანება ერთიან ბაზაში და მისი საიმედო მომსახურება, უწყებისათვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და გადამუშავებული სახით დაინტერესებული პირთათვის მიწოდება;

ა.ვ) მომხმარებლის ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით და კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით იმ საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული სისტემების პროგრამების უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც განახორციელებს ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების, საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და გადამხდელების შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მონიტორინგს;

ა.ზ) მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკური-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემების სამუშაოებში;

ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებისა და მაჩვენებლების შემუშავებისათვის, რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების, უპირატესად, საბიუჯეტო შემოსავლების, პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;

ა.ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმის თვეებისა და კვარტლების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

ა.კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული ფინანსური გეგმის შესრულების მიმდინარეობის ანალიზი; მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ანგარიშებისა და პროექტების მომზადება;

ა.ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ანალიზი; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;

ა.მ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო პოლიტიკის გრძელვადიან მიმართულებათა შემუშავებისათვის და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის წინადადებების წარდგენა;

ა.ნ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და წინადადებების მომზადება; კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობა;

ა.ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ა.პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ყოველკვარტალური და წლიური მონიტორინგი და ანალიზი.“.

5. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) საწარმოთა მართვის სამსახურის ამოცანები და კომპეტენციაა:

თ.ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელება და წინადადებათა მომზადება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ცვლილების განხორციელების თაობაზე;

თ.ბ) კანონით დადგენილი წესით წინადადებათა მომზადება თანხმობის გაცემაზე მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირის მიერ მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, აქციებისა და წილების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ;

თ.გ) დადგენილი წესის მიხედვით, საწარმოს წესდების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებათა მომზადება შემდეგ საკითხებზე:

თ.გ.ა) საწარმოების ბიზნესგეგმების დამტკიცება;

თ.გ.ბ) საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

თ.გ.გ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა;

თ.გ.დ) წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების თაობაზე.“.

6. დებულების მე-16 მუხლის „ზ“ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება და ამ მიზნით ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესგაერთიანებებთან თანამშრომლობა და კონსულტაციების გაწევა;

7. დებულების მე-16 მუხლის „ზ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ე“ და „ზ.ვ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ე) განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა;

„ზ.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის პერიოდული მიწოდება;

8. დებულების მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა. სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობა, ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                    ვახტანგ  ყოლბაია