„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-6
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 330060000.35.101.016120
2-6
03/02/2015
ვებგვერდი, 06/02/2015
330060000.35.101.016120
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2-6

2015 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-110 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/01/2015; სარეგისტრაციო კოდი 330060000.35.101.016090) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესსში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:

) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში - 20%;

ბ) შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 20%;

გ) ლიფტის შეკეთების შემთხვევაში - 20%;

დ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში - 15%;

ე) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 20%;

ვ) ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში - 20%;

ზ) ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირების (წითელ ხაზებში მოქცევა) შემთხვევაში - 40%;

თ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები , რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით 

დამზადებული მთლიანისექციური კონსტრუქციებით ) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში - 20%;

ი) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის შემთხვევაში - 20%;

კ) სადარბაზოს შიდა და სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის სარემონტო სამუშაოები, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტის შემთხვევაში - 20%;

ლ) საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 20%;

მ) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 10%;

ნ) არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში - 15%;

ო) ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს - 15%;

პ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირების შემთხვევაში – 10%”;

ჟ) ე.წ. ,,თბილისურ ეზოებში“ საერთო სარგებლობის აივნების აღდგენის შემთხვევაში - 20%;

რ) ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის შემთხვევაში – 50%. ამასთან, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანამონაწილეობის წილი არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;

 ს) სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის" დამონტაჟების შემთხვევაში – 50%;

ტ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების, სპეციალური ამწეების და ლიფტების მონტაჟი - 1%;

) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

,,31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოები საჭიროებს ექსპერტიზის დასკვნას. სამუშაოს დასრულების შემდგომ საექსპერტო დასკვნებს შეადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ორგანიზაცია, რომლის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს შესაბამისი რაიონის გამგეობა. 

32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-„ტ“ ქვეპუნქტების და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ 70 000 ან 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%-ით დაფარავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობა. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილის განსასაზღვრად ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე.“;

) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ და ,,ო" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება - 10%;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 10%.“

დ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:

,,11 . შემსრულებელ კომპანიას, რომელმაც უნდა განახორციელოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები უნდა ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ბრუნვით, ხოლო შემსრულებელ კომპანიას, რომელმაც უნდა განახორციელოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე ნაკლების ღირებულების სამუშაოები უნდა ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ბრუნვით. შემსრულებელი კომპანია აღჭურვილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო შესაბამისი (მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული) მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.“

) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გამგეობაში წარადგინოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში და საექსპერტო დასკვნა, რომლის საფუძველზე გამგეობა ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას. საექსპერტო დასკვნას გასცემს მერიის მიერ შერჩეული ორგანიზაცია (ორგანიზაციები).“

) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი;“

 

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი