დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016216 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N667 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფები დამტკიცდეს:
ა) რატევანი – რაჭისუბნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 0,20 ლარის ოდენობით; ბ) რაჭისუბანი – ბალიჭის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 0,70 ლარის ოდენობით; გ) ბოლნისი – დისველის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 0,50 ლარის ოდენობით; დ) რატევანი-ფარიზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 0,50 ლარის ოდენობით; ე) ბოლნისის – ს. ბოლნისის - ტანძია – ფარიზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 0,50 ლარის ოდენობით; |
| მუხლი 2 |
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ: ა)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს; ბ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; გ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში; დ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; ე)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს და პედაგოგებს; ვ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები