დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.018412 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21.01.2014, 190020010.10.003.017716) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 33 ერთეულით (გარდა, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით,№2 დანართის შესაბამისად) და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსი და ექვსზე ნაკლები თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით (გარდა, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 33 ერთეულით) და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.‘‘. 2. 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 271, 272 მუხლებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი 2950 ლარის ოდენობით.“. 3. №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
,,დანართი №1
|
|
,,დანართი №2
|
შენიშვნა: სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, შესაბამისად, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 33 ერთეულს.“. |
დოკუმენტის კომენტარები