„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018415
31
03/02/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
040030000.10.003.018415
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №31

2015 წლის 3 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,21/02/2014, 040030000.10.003.017800) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს და ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;“.

2. მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

4. ბიუროს უფროსის მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფროსი.

5. ბიუროს უფროსის არყოფნისას, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოადგილეს.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტი;

ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება  დებულებებით, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბიუროს უფროსი.

2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის;

ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;

დ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი