დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016916 |
10/ნ
13/02/2015
ვებგვერდი, 13/02/2015
430010000.22.022.016916
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების (სსმ, 163, 14/12/2010, ს/კ: 430010000.22.022.016036) მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) 040616 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია - „040617 გაზმომარაგების სისტემების მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ბ) 090611 ქვედარგი/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია - „090612 საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა რეაბილიტაცია“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები