,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.109.016144
4
02/02/2015
ვებგვერდი, 06/02/2015
010320040.35.109.016144
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2015 წლის 2 თებერვალი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 21 ნოემბრის №44 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 26.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.109.016136) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილების დანართს დაემატოს  39-ე  და მე-40-ე მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 39. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს 

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა)  ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის  №18 დადგენილება;

ბ)საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის    შესახებ“.

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს  მოეთხოვება:

ა)    უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის1 წლის გამოცდილება (სასურველი);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).

მუხლი 40. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამატებით მოეთხოვება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროს სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულში 

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროს სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტის ცოდნა:

ა) ,,მარტვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის  №18 დადგენილებაю

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროს სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულში  მოეთხოვება:

ა)  საშუალო განათლება;

ბ) მუშაობის  1 წლის გამოცდილება (სასურველი);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია