„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018410
26
02/02/2015
ვებგვერდი, 03/02/2015
480140000.10.003.018410
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №26

2015 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის  №139  დადგენილებაში  (სსმ, 13.05.2010 წ., მუხლი 839) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიზნით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი