„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1850
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.001.953
  • Word
1850
30/06/2005
სსმ, 41, 19/07/2005
370.020.000.05.001.001.953
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 32) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში – სახელმწიფო მიწის) მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს.

2. ეს კანონი არ აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ქონებაზე არსებული წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და მართვის საკითხებს.

3. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონების განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებამდე მიწის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო ქონებაზე არსებული წესით დამაგრებული მიწის გადაცემა ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

1850რს