დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016242 |
3
30/01/2015
ვებგვერდი, 05/02/2015
010250050.35.163.016242
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
|
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნტის „ვ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში –
თელავის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე შესაძლებელია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. |
| მუხლი 2 |
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურს. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები