„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 080080050.10.003.018405
21
30/01/2015
ვებგვერდი, 02/02/2015
080080050.10.003.018405
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2014, 080080050.10.003.018304) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული რომელიმე სფეროს (პროფესიის) უკანასკნელ წარმომადგენელს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სრული შემადგენლობის 2/3-ს ვადაზე ადრე შეუწყდება უფლებამოსილება, უფლებამოსილებაშეწყვეტილ წევრთა  ნაცვლად ახალი წევრების შერჩევა და დამტკიცება ხდება  ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრთა შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს;“.

3.  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული იურიდიული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საბჭომ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვეპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების განხორციელების უფლებამოსილების მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრების შერჩევის კრიტერიუმების, მისი შემადგენლობის, საიდენტიფიკაციო კითხვარის ფორმის დამტკიცება.“.

მუხლი 2. დადგენილების ამოქმედება
1.  დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 23 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი