დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.018402 |
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 898 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები შემდეგნაირად:
1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს შეიძლება მიენიჭოს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოთი გაუთვალისწინებელი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით/წესებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა, როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომი და სტანდარტული დანართი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის/წესების შესაბამისად აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ მიზნით, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, უნდა განახორციელოს სტუდენტისათვის აუცილებელი სასწავლო დატვირთვისა და სტუდენტთა შეფასების სისტემის გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკრედიტო და შეფასების სისტემაზე. 3. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად, აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები