,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016268
3
30/01/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
010250050.35.122.016268
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2015 წლის 30 იანვარი

ქ. წყალტუბო

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას  ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის   №94 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016263.  30/12/2014)     და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების   მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. კომისიის სტრუქტურა

1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, რეგისტრატორი და კომისიის წევრები) განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისიას თავმჯდომარეობს გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), სტრუქტურული  ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4.კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე