„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1830
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.001.947
  • Word
1830
30/06/2005
სსმ, 41, 19/07/2005
240.000.000.05.001.001.947
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.41 მუხლი:

„5.4.1 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის გირავნობის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დამგირავებლისა და მოგირავნის მიერ შედგენილი განცხადება;

ბ) სანოტარო წესით დამოწმებული წილის გირავნობის ხელშეკრულება;

გ) საზოგადოების ან პარტნიორთა თანხმობა, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით.“.

2. 46-ე მუხლის 46.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46.3. პარტნიორის მიერ წილის დათმობა ან დაგირავება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას და რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში. სანოტარო დამოწმება და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია საჭიროა ასევე შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების ან დაგირავების შესახებ.“.

3. ამ კანონის II დანართით დამტკიცებული სარეგისტრაციო ბარათის ნიმუში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


 

სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის

 

 

 

 

რიგითი

თარიღი

შენატანის მქონე პარტნიორების დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია მისამართი

მონაცემები წილის დაგირავების შესახებ

დირექტორების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია მისამართი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, თუ არსებობს სამეთვალყურეო საბჭო

საზოგადოების საქმიანობის საგანი და საერთო კაპიტალი

წარმომადგენლობა დირექტორების მიერ

სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები)

წილის მესაკუთრე

წილის ოდენობა

მოგირავნე

მოვალე მესამე პირი

უზრუნველყოფილი მოთხოვნა

შეტყობინება რეალიზაციის შესახებ

 

 


    მუხლი 2

2006 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს საქართველოს საერთო სასამართლოების უზრუნველყოფა ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა სარეგისტრაციო ბარათებით.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1830–რს