დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016070 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.173.016002) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება): |
1.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. მერიის სამსახურები 1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური; დ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური; ე) ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახური; ვ) ზედამხედველობის სამსახური; ზ) იურიდიული სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ი) შიდა აუდიტის სამსახური; კ) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური. 5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.’’ |
2.
მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქ-მშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება. |
3.
მე-12 მუხლის 8 - 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
,,8. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა კანონთან მიმართებაში, სხვადასხვა სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა - რეაგირება, სამართალდარღვევების გამოვლენა და ზომების მიღება, ოქმების შედგენა , დაჯარიმება კანონის შესაბამისად. 9. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მერიის მიზნების მიღწევისას საბიუჯეტო სახსრების და რესურსების კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების უზრუნველყოფა. ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრისა და პრევენციის, ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა დისციპლინის დაცვის კონტროლი. 10. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მუნიციპალური ობიექტების მართვა, საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება. 11. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“ |
4.
36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 36. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
ა) მერის ბრძანება; ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება; გ) მერის მოადგილის ბრძანება; დ) მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები