„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016138
4
30/01/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
010250050.35.126.016138
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თერჯოლა

„თერჯოლის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლების შესაბამისად თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ (ვებგვერდი, სსმ, 27/10/2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დებულების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ ვ) დაწესებულების ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისი მოადგილე; საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.“.

2. დებულების მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც კომისიის თავმჯდომარე არის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისი მოადგილე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კომისიის თავმჯდომარე არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე“.

მუხლი 2
დადგენილება გავრცელდეს 2015 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესოფიო ბუსკივაძე