დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.136.016162 |
|
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 63-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებებები:
1. დადგენილებით დამტკიცბული დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მთავარი სპეციალისტი - გენდერული თანასწორობის საკითხებში ბ1.ა) უმაღლესი განათლება ბ1.ბ) ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ1.გ) „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი ბ1.დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი’’; ბ1.ე) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილება.“. 2. დადგენილებით დამტკიცბული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) წამყვანი სპეციალისტი ბ1.ა) საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ბ1.ბ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ1.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნორმები და წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების ზოგადი ცოდნა; ბ1.დ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №18 დადგენილება.“. 3. დადგენილებით დამტკიცბული დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი: ე.ა) საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ე.ბ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. ე.გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შდეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №20 დადგენილება.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური: ვ) წამყვანი სპეციალისტი ვ.ა) საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ვ.ბ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. ვ.გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შდეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №20 დადგენილება.“ 5. დადგენილებით დამტკიცბული დანართის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ა) საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ბ.ბ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №22 დადგენილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები