„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016170
2-23
30/01/2015
ვებგვერდი, 02/02/2015
010320040.22.032.016170
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-23

2015 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტების, მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის და მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №10)“:

1. პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ ან ასისტენტად, ან ოფისის მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;

გ) სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;“.

2. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მსგავს პოზიციაზე ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

გ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;“.

4. მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ ან ასისტენტად, ან ოფისის მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მსგავს პოზიციაზე ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

გ) სავალდებულოა ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია