დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018462 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №55
2015 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის იუსტიციის სახლში (მდებარე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებულ ფართზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის გარდა, ასევე, განთავსებულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში -სააგენტო), ნება დაერთოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, მის და სააგენტოს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები, შენობის დაცვის მომსახურება და ზემოაღნიშნული ფართის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) დაფარვა განახორციელოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები