დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. მიქელაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018478 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №48
2015 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. მიქელაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2015 წლის 13 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები