დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018477 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 47
2015 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 24 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „2010 წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილ „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო − ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი) ფინანსურ ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ წერილ-შეთანხმებაზე საქაართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები