დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018472 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №40
2015 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი რეგიონალური განვითარების პროექტის (იმერეთი) ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის , „გელათის სამონასტრო კომპლექსის“ დამცავი ზონების კეთილმოწყობის შედეგად, ბიზნესსუბიექტებისათვის, მათი საქმიანობის შეწყვეტის გამო, ასანაზღაურებელი საკომპენსაციო თანხების დაფინანსება, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) ( WB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 06) გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ასიგნებებიდან .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები