დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018459 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №36
2015 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები.
2. საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი №1) და დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შემადგენლობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეკონომიკური საბჭოს აპარატის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი.
დანართი №2
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვის, წინადადებათა შეფასების და საუკეთესო კანდიდატის გამოვლენის მიზნით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
1. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვა და წარდგენილ წინადადებათა შეფასება;
ბ) წარდგენილ განაცხადთა შეფასების შედეგად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა.
2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, დადგენილი წესით, წარედგინება საქართველოს მთავრობას მოსაწონებლად.
მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
მუხლი 4. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივით.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები