დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016216 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016161) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–11 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური; ე) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ვ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური; ზ) შიდა აუდიტის სამსახური; თ) ზედამხედველობის სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები