დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/01/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.170.016083 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე და მე-80 მუხლების და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 24.12.2014 ს/კოდი: 190020020,35,170,016072) შეტანილი იქნეს ცვლილებები:
1. საშემოსავლო ნაწილი–სულ, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი გადიდდეს 28.5 ათასი ლარით. 2.საგასავლო ნაწილი– გადიდდეს 1403.9 ათასი ლარით. აქედან, I. 1170.2 ათასი ლარით –2014 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულებით სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაზე გამოყოფილი თანხების გათვალისწინებით და განაწილდეს შესაბამისი ვალდებულებების მიხედვით. მათ შორის: 1) 262.5 ათასი ლარით საქართველოს მთავრობის 2014 წლის №34 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთის გათვალისწინებით: ა) 24.0 ათასი ლარით–საპროექტო დოკუმენტაციისა და საქსპერტო მომსახურების შესყიდვების განხორციელების ხარჯები/კოდი 0315/; ბ) 60.5 ათასი ლარით–სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რებილიტაციის ხარჯები /კოდი 03 05/; გ) 97.3 ათასი ლარით–ყინულის მოედნის მშენებლობა, ექსპლოატაციაში გაშვების ხარჯები /კოდი 03 09/; დ) 26.3 ათასი ლარით–ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციის ხარჯები /კოდი 03 02 06/; ე) 54.4 ათასი ლარით–მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის ხარჯები /კოდი 04 03/. 2) 55.7 ათასი ლარით–საქართველოს მთავრობის 2014 წლის №2103 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთის გათვალისწინებით, ყინულის მოედნის მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვების ხარჯები /კოდი 0309/; 3) 120.0 ათასი ლარით–საქართველოს მთავრობის 2014 წლის №2401 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთის გათვალისწინებით, ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვების განხორციელების ხარჯები /კოდი 0315/ 4) 732.0 ათასი ლარით–საქართველოს მთავრობის 2014 წლის№2551 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთის გათვალისწინებით. აქედან: ა) 188.8 ათასი ლარით–სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაციის ხარჯები / კოდი 03 05/; ბ) 543.2 ათასი ლარით–ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციის ხარჯები / კოდი 03 02 06/; II. 233.7 ათასი ლარით–2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბებისა და წლის განმავლობაში დარჩენილი თავისუფალი ნაშთების გათვალისწინებით, აქედან: ა) 45.0 ათასი ლარით–ბულვარში მდებარე შადრევნის რეკონსტრუქციის ხარჯები /კოდი 03 03 02/; ბ) 111.0 ათასი ლარით–ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის ანაზღაურების ფონდი /კოდი 01 02/; გ) 57.7 ათასი ლარით–ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება /კოდი 01 02/; დ) 20.0 ათასი ლარით–საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვების განხორციელების ხარჯები /კოდი 03 15/. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; |
|
თავი I
ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15725,4ათლარის ოდენობით თანდართული
რედაქციით:
|
მუხლი 4.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1550,0 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11853,4ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
|
მუხლი 7.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14887,0 ათლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის: განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1376,0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია
|
|
თავი II
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 10.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები |
2015-2017 წლებში მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფას და მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. კულტურისა და სპორტის განვითარება.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: –ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების განმტკიცება; –საინვესტიციო გარემოს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება –სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება; –განათლების კულტურისა და სპორტის განვითარება, – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მოსახლეობის სოციალური დახმარების და ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება. 2015 და შემდგომი წლების პრიორიტეტები და პროგრამები 1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა ქალაქის მასშტაბით, თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქალაქში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. 196,1 ათასი ლარი –ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) პროგრამა ახორციელებს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას, მათ სამედიცინო შემოწმებას და გაწვევის ტრანსპორტირებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · სამხედრო აღრიცხვის სრულყოფილი კოორდინაცია–უზრუნველყოფა. · სამედიცინო შემოწმების შედეგებით ჯანმრთელი ახალგაზრდების სრულად გაწვევის უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდობის რაოდენობრივი მაჩვენებელი. 2. 4898.9ათასი ლარი- ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ურბანული განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში დაიწყება და გაგრძელდება ქალაქის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და სახურავების, დასასვენებელი პარკების რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრში არსებული ტროტუარების კეთილმოწყობა, ბოტანიკური ბაღისა და დადიანების სასახლე–მუზეუმის პროექტები, შეიქმნება ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სერვისების (პარკინგი, საგზაო ნიშნები, შუქნიშნები და ა.შ.) ახალი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ქალაქის ურბანული განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს გარე განათების არსებული სისტემის მოვლა–შენახვა და ქსელის გაფართოება, ასევე სანიაღვრე, წყლის სისტემების და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა,მოდერნიზაცია და რეაბილიტაცია.მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ინფრასტრუქტურისათვის თანხები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2.1 161,9 ათასი ლარი –საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (გზები და ხიდები პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 121,9 ათასი ლარი –გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია. ზუგდიდის ქალაქში შიდა გზების და მიმავალი გზების რეაბილიტაციასა და მოწყობის საკითხი ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვან ეფექტს მოიტანს. მოსახლეობას მიეცემა ნორმალური გადაადგილების საშუალება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. · ბაზრებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. · სკოლებთან და ჯანდაცვის ობიექტებთან გადაადგილების ხელშეწყობა. · ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და ახალი გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 2.1.2. 40,0 ათასი ლარი-ხიდების მშენებლობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) ხიდების რეაბილიტაცია მდ. სინწაზე, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოქ. მურთაზ ხურცილავას სახლთან მისასვლელი ხიდის მშენებლობა, 40,0 ათასი ლარი სამუშაოს შესრულება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: კონკრეტული უბნის მოსახლეობის შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: შეკეთებული და ახლად მოწყობილი ხიდების რაოდენობრივი ზრდა. 2.2 2729.5 ათასი ლარი –კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: კეთილმოწყობილი და განათებული ქალაქი. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ქალაქის ინფრასტრუქტურის იერსახის გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: საცხოვრებელი კორპუსების და მათი ეზოების მდგომარეობა; ქუჩების განათების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა. გაუმჯობესებული და კეთილმოწყობილი დასვენებისა და გართობის ადგილები. 2.2.1 700,0 ათასი ლარი –გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა–შენახვა, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი ქსელების მოწყობა, არსებული ქსელის მოვლა–შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება დღეღამის განმავლობაში, ქალაქის ინფრასტრუქტურის იერსახის გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: განათებული ქუჩების და უბნების რაოდენობის ზრდა. 2.2.2. 1300,0 ათასილარი - დასუფთავების ღონისძიებები ა.ა.ი.პ ,,ზუგდიდდასუფთავების“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 030202) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა და გაუმჯობესება. ყოველდღიურად 50 ჰექტარამდე ფართის დაგვა–დასუფთავების და 130-150 კუბურ მეტრამდე ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიიდან, მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბუნკერებიდან, კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მასალით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: დასუფთავებული, სანიტარულ ჰიგიენურად მიმზიდველი ტერიტორიები, ეკოლოგიურად გაუმჯობესებული მდგომარეობა, შედეგების შეფასების ინდიკატორები: მომსახურეობის სფეროს ზრდა, სპეცტექნიკის რაოდენობის ზრდა. 2.2.3 10,0 ათასილარი - ლიფტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 030205) ლიფტების შეკეთება, რეაბილიტაცია და ახალი ლიფტების შეძენა–მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოები გათვალისწინებულია მაღალსართულიანი ბინების მიხედვით. აღნიშნული საქმიანობების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესრულება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ლიფტები შედეგების შეფასების ინდიკატორები: მრავალსართულიან ბინებში რეაბილიტირებული და ახლად განთავსებული ლიფტების რაოდენობა. . 2.2.4.140,0 ათასი ლარი - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობის პროგრამა ა.ა.ი.პ ,,სასაფლაოების მართვის ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 030207) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე განთავსებული სასაფლაოების მოვლა–პატრონობას, შემოკავების სამუშაოების, გადაბერებული ხეების მოჭრას და გადაცემას სოციალური დანიშნულების სარგებლობისათვის შესაბამის სამსახურზე. საფლავების აღრიცხვა-განკარგვაში წესრიგის დამყარებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოვლილი მიცვალებულთა საფლავები შედეგების შეფასების ინდიკატორები: რამდენად დაცულია სასაფლაოები და 2015 წელს რამდენი შემოკავდა. 2.2.5 10,0 ათასი ლარი – საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქალაქის დაგეგმარების და პრესპექტიული განვითარების გეგმის შესაბამისად არასასოფლო მიწების შემდგომი გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზების მომზადება. საკადასტრო ნახაზების ელექტრონული ვერსიების მომზადება. მოსალოდნელი შედეგები: მომზადებული საკადასტრო ნახაზები არასასოფლო მიწების. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კანონის შესაბამისად განკარგული მიწები. 2.3 1071.2 ათასი ლარი–კეთილმოწყობის ღონისძიებები. (პროგრამული კოდი 03 03) აღნიშნული პროგრამის მიხედვით შექმნილია კეთილმოწყობის ცენტრი რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები: განათების ქსელის მოვლა–შენახვა, სანიაღვრეების მოწყობა და ექსპლოატაცია, გამწვანების სამუშაოები, მწვანე საფარის მოვლა–შენახვა, შადრევნების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ბოტანიკური ბაღის მოვლითი სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებში ქალაქის მორთვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ქალაქის კეთილმოწყობილი იერსახე, ჯანსაღი გარემო, მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული დასვენების ადგილები. ქალაქის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი ტერიტორიების ზრდა ქალაქის ტერიტორიაზე. განათებული ქუჩების რაოდენობის ზრდა. კეთილმოწყობილი შადრევნები. გამწვანებული და მოვლილი ტერიტორიები. ჭარბი ნალექებისაგან მოსახლეობის უვნებლობის მაჩვენებელი. 2.3.1 . 1026,2ათასი ლარი-მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (ა.ი.პ,,კეთილმოწყობის ცენტრი" (პროგრამული კოდი 03 03 03) ზრუნვა ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისათვის. კეთილმოწყობის არსებული ობიექტების მოვლა–შენახვა. გარე განათების ქსელის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მოვლა–შენახვის სამუშაოების ჩატარება. ქალაქის პარკების, სკვერების გაზომვის, გამწვანების მოვლა–შენახვა, სანიღვრე არხების მიმდინარე მოვლითი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ავარიული და გამხმარი ხეების გადაბელვა და ახლის დარგვა, შადრევნების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, საგზაო ნიშნების სრულყოფა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: კეთილმოწყობილი ტერიტორიები ქალაქისა და სხვა დასახლებული უბნების გაუმჯობესებული იერსახე. მოსახლეობის პოზიტიური განწყობა არსებული სფეროს მიმართ. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობის საკითხებზე მოქალაქეთა შენიშვნების ნაკლები რაოდენობა, აღნიშნულ საკითხებზე შემოსული თხოვნებისა და წინადადებების დაკმაყოფილების რიცხოვნობის ზრდა. 2.4. 299.3ათასი ლარი-სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალსაწრეტი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოწესრიგებული სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. წყალდიდობისაგან და სხვა სტიქიური მოვლენებისგან მოსახლეობის დაცვის მაჩვენებელი. 2.5 353.0 ათასი ლარი–ყინულის მოედნის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 09) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობას. ქალაქი უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფიგურული სრიალის განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია 2015 წელს შეჯიბრების მაჩვენებლების მნივნელოვანი გაუმჯობესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ფიგურული სრიალის გუნდის მომზადება და განვითარება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გუნდის მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებებზე და ტურნირებში. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გუნდის ტურნირებში მონაწილეობის შედეგობრივი მაჩვენებელი. 2.6 100,0 ათასი ლარი –ქალაქის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 14) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქის კუთვნილი შენობების, ოთახების და სხვა აქტივების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებს, შენობებში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელსაყრელი შეღწევადობისათვის პანდუსების მოწყობის სამუშაოებს.
2.7. 184.0 ათასი ლარი–ზუგდიდის ტერიტორიაზე საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვების განხორციელებისათვის (პროგრამული კოდი 03 15) პროგრამა ითვალისწინებს მთავრობის განკარგულებათა შესაბამისად გამოყოფილი სამუშაოების შესაბამისი საპროექტო – სახაჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსახურეობის განხორციელებას. ზუგდიდში შიდა საავტომობილო გზების ტროტუარების რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაციას, ყინულის მოედნის მშენებლობის მესამე ეტაპის სამუშაოების, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას,მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციას, ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობას, ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაციას. 3. 0 1994.7 ათასი ლარი––განათლება (პროგრამული კოდი 04 00) პროგრამა ითვალისწინებს მომავალი თაობების არზრდის მიმართულებების ხელშეწყობას, სკოლამდელ დაწესებულებათა ფუნქციონირებაში საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას, სკოლის გარეშე დაწესებულებათა თანადაფინანსებას და ზოგადი განათლების ხელშეწყობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · სკოლამდელი განთლების განვითარების ხელშეწყობა. · რეაბილიტირებული და განახლებული ბაგა- ბაღები და საჯარო სკოლები. · მოსწავლე- ახალგაზრდობის განთლების განვითარებისთვის ხელშეწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სკოლამდელი ასაკის ბავშვების ზოგადი განათლების მაღალი დონე. · შეუფერხებელი სასწავლო პროცესი 3 3.1 1500,0 ათასი ლარი – სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01) ქალაქის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1780 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯებს, აღმზრდელ–მასწავლებელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს.პროგრამის მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მომზადება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის, მათი უნარების განვითარება და სასკოლო განათლებისათვის მომზადება, ხელშეწყობა ოჯახებზე ბავშვის აღზრდა განვითარება და სკოლამდელი განათლების მიღების საქმეში. საბავშვო ბაღებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელების ინტეგრაციის და გარემოსთან ხელმისაწვდომობის ღონისძიებათა გატარება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისათვის .სკოლამდელი ასაკის ბავშვთა უნარჩვევების განვითარება, მეთვალყურეობა და ზრუნვა ჯანმრთელობის საკითხებში ფსიქოლოგიურ დაკვირვებათა ანალიზი და გატარებული ღონისძიებები. შშმ აღსაზრდელების ინტეგრაციის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებული მაჩვენებელი. ბავშვების მოვლაზე დედების დროის ეკონომიის შედეგად გენდერული საკითხების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ბაღებში ბავშვების რაოდენობის გაიზრდა 700ზე მეტი აღსაზრდელით. შშმ აღსაზრდელების ინტეგრაციის და ხელმისაწვდომობის კონკრეტული გატარებულ ღონისძიებათა მაჩვენებელი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მაჩვენებელი. რეაბილიტირებული და განახლებული და ახლად აშენებული შენობების რაოდენობრივი მაჩვენებელი.
3.2. 110,0 ათასი ლარი – საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის N1, N2, N4, N5, N7, №8, N9 №10, №11 სკოლების, საჯარო სკოლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, სპორტული მოედნების მოწყობის , სკოლის ეზოების შემოღობვის, კვების ბლოკისა და სანიტარული კვანძების მოწყობისათვის. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: რეაბილიტირებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა საშუალო სკოლებში შედეგების შეფასების ინდიკატორები: სრულყოფილი სასწავლო პროცესი და კეთილმოწყობილი გარემო. 3.3 354.7 ათასი ლარი – სკოლისგარეშე დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა ა.ა.ი.პ „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის მიზანია სკოლისგარეშე მუშაობის წარმართვა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული წრეების ფუნქკციონირება , სასკოლო ოლიმპიადების, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, შემეცნებითი სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფის თანადაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსწავლეთა სკოლისგარეშე, დამატებითი განთლების,უნარჩვევების,მისწრაფებების, განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენა და წარმოჩენა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლე - ახალგაზრდობის მიღწეული წარმატებები სხვადასხვა ოლომპიადებში, ტურებში, კონკურსებსა და ღონისძიებებში. 3.4 30,0 ათასი ლარი - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამულიკოდი 0405) განსაკუთრებული ნიჭის და უნარების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდათა გამოვლენა და მათი ფინანსურ–მატერიალური ხელშეწყობა შესაბამის სფეროში სწავლისა თუ შემოქმედების უნარის წარმოსაჩენად და განსახორციელებლად. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობის ზრდა და განვითარება შედეგების შეფასების ინდიკატორები: ნიჭიერ ახალგაზრდათა მიღწეული შედეგების მაჩვენებელი. 4.0 3318,0 ათასი ლარი –კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული და სპორტული სფეროს მკვეთრად გაუმჯობესებას. კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების, კულურის, დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის ხარჯებს. 4.1 1670,0 ათასი ლარი – სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სპორტსმენთა წვრთნა სხვა და სხვა სახეობის მიხედვით, მატერიალურ ტექნიკური ბაზის სრულყოფა, წარმატებულ სპორტცმენთა წახალისება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: წარმატებულ სპორტსმენთა რაოდენობრივი მაჩვენებელი 4.1.1. 650,0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ა.ა.ი.პ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 050101) პროგრამების მიზანია სპორტის სხვადასხვა სფეროების წრეების ფუნქციონირებას,სასპორტო სკოლების, სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტსმენების წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაცია. სპორტული ღონისძიებებში მონაწილება საქართველოში და რესპუბლიკის გარეთ. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. სპორტსმენთა მომზადების, წვრთნის ხარისხის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სპორტსმენთა რაოდენობრივი მაჩვენებელი · მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობით ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობა, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ღონისძიებებში მიღწეული დადებითი შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებელი · ახალი სპორტული ობიექტების რაოდენობა 4.1.2 20,0 ათასი ლარი –სპორტული ღონისძიებების დაფინანსება და მინი სპორტული მოედნების მშენებლობა (პროგრამული კოდი 050102) პროგრამით გათვალისწინებულია ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, სპორტსმენების და მწვრთნელების ოსტატობის დონის ამაღლება. მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და განვითარება, სპორტული შეჯიბრებების და მასში ჩართული ადამიანებისთვის თვისობრივი და რაოდენობრივი ზრდა, პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების გამოვლენა-შეჯიბრებებისა და მონაწილეთა რაოდენობა, ჩატარების ხარისხის გაუმჯობესება. 4.1.3 1000,0 ათასი ლარი–საფეხბურთო კლუბი,,ზუგდიდი“–ს ფინანსური ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქალაქი უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია 2015 წელს შეჯიბრების მაჩვენებლების მნივნელოვანი გაუმჯობესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ფეხბურთის გუნდის მომზადება და განვითარება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გუნდის მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებებზე და ტურნირებში. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გუნდის ტურნირებში მონაწილეობის შედეგობრივი მაჩვენებელი. 4.2. 1498,0 ათასი ლარი – კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურულ-შემეცნებითი გასართობი ღონიძიებების ჩატარება, კულტრული ტრადიციების დაცვა–აღდგენა, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური კოლექტივების ფუნქციონირება და განვითარება 4.2.1. 148,0 ათასი ლარი––სამხატვრო გალერეის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050201) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუზეუმების ფონდის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და პოპულიარიზაცია. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება და განახლება, შევსება, ბროშურების გამოცემა და პოპულარიზაცია. სამხატვრო შემოქმედებითი გამოფენის მოწყობა და პოპულარიზაცია. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და პოპულარიზება. არსებული მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი მდგომარეობის პროგრესირება. კულტურული მემკვიდრეობისადმი საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ზუგდიდელ მხატვართა შემოქმედებითი მუშაობის სრულყოფა,სამხატვრო გალერეაში ნახატებისა და ხელოვნების სხვადა სხვა ნიმუშების გამოფენებისა და ღონისძიებების მოწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: კულტურული მემკვიდრეობისადმი საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოსახლეობის ინტელექტუალურ–შემეცნებითი დონის ამაღლება ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებისადმი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და აღდგენილი სახლ–მუზეუმები. ჩატარებული ღონისძიებათა და მოწყობილი გამოფენების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 4.2.2. 345,0 ათასი ლარი – სამუსიკო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050202) სამუსიკო პროგრამა ხორციელება N1 და საგუნდო–სამუსიკო სკოლების ბაზაზე. პროგრამის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა დაოსტატებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა. მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა, ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. საანგარიშო კონცერტები, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული წარმატებები. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · მოსწავლე ახალგაზრდობის მუსიკალური განათლების დონის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის რაოდენობრივი და შედეგობრივი მაჩვენებელი. 4.2.3. 65,0 ათასილარი - სამხატვრო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 050203) პროგრამა ითვალისწინებს მოზარდებში სახვითი ხელოვნების უნარჩვევების სწავლა–განვითარებას, პერსონალური და კოლექტიური გამოფენების მოწყობას, პედაგოგების დაოსტატებისათვის მასტერკლასების მოწყობას სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდთა წარმოჩენას და პროფესიული ზრდას, მონაწილეობას გამოფენებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. · მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ახალგაზრდა თაობის სამხატვრო განათლების დონის ამაღლება · შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის რაოდენობრივი და შედეგობრივი მაჩვენებელი. 4.2.4.330,0 ათასი ლარი––საბიბლიოთეკო დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050204) აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ა.ი.პ. ,,ცენტრალური ბიბლიოთეკის“ ბაზაზე. პროგრამის მიზანია: წიგნის კითხვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. თანამედროვე შემოქმედი ავტორების პოპულარიზება. საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. წიგნიერების გაზრდა. შემოქმედებითი პოტენციალის ზრდა. ღონისძიებების ინტენსიობა და ხარისხი. წიგნის კვირეულის ჩატარება. ფოტოგამოფენების მოწყობა. უსინათლოთა პროგრამა ,,ბუ“–ს დანერგვა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · საბიბლიოთეკო დარგის განვითარება, მოსახლეობის მეტი დაინტერესება წიგნიერებისადმი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მკითხველთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი, ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობა. 4.2.5. 279,0 ათასი ლარი–კულტურული ღონისძიებები(პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის მიზანი სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია მონაწილეთა მასობრიობა, მოსახლეობის განწყობა წელიწადის ყველა ღირშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით. წლის განმავლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება საახალწლო–საშობაო ღონისძიებები: ,,საახალწლო სოფელი“ ბავშვებისათვის საშობაო მსვლელობა,,ალილო“; ახალგაზრდული პერფომანსი–თეატრალური პანტონიმა; შემოქმედ ქალთა ნამუშევრებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის დღეს მემორიალის ყვავილებით შემკობა; დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; ფოტოკონკურსი,,ზუგდიდი და ზუგდიდელები“; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები; ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,, ექო თოფუზი“; სახალხო დღესასწაული,,ვლაქერნობა“; საერთაშორისო საბავშვო–საესტრადო მუსიკის ფესტივალი; აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქციის მოწყობა; მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, შემოქმედებითი საღამოები;კლასიკური მუსიკის კონცერტი,,შემოდგომის სონეტები“ გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი; აგრეთვე, კულტურულ ღონისძიებათა პროგრამულ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნეს: “ზუგდიდქალაქობისთვის“ მზადება, სცენის შესყიდვა, განათებისა და გასახმოვანებელი აპარატურის შესყიდვა, ფორტეპიანოს შესყიდვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის კულტურული შემეცნებითი დონის ამაღლება, დასვენებისა და გართობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რელიგიურად, კულტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ძეგლების დაცვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობრივი და შინაარსობრივი ზრდის მაჩვენებელი. 4.2.6. 31,0 ათასი ლარი– ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა. (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე შეკვეთილი ინფორმაციების , საკანონმდებლო აქტების გამოქვეყნებისა და დაბეჭვდის , სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების ანაზღაურება. გენდერული საკითხების კვლევისა და გაშუქების მიზნით ქალთა გაზეთის თანადაფინანსება, ადგილობრივ პრესაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმაციის მიზნით მასალების გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროს მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ინფორმირებული მოსახლეობა. მასმედიის მედიატორის როლის გაძლიერება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის; მასმედიის საშუალებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის ინფორმირებულობა; მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კვლევების შედეგები მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე მოსახლეობის ინფორმირების შესახებ . მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებში. 4.2.7.300,0ათასი ლარი – თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა შ. დადიანის სახ. თეატრის ბაზაზე (პროგრამული კოდი 050207) პროგრამით ხორციელდება სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ახალი სპექტაკლების დადგმა და არსებულის აღდგენა. თეატრალური წარმოდგენების გამართვა, თეატრის სახელმწიფო დონეზე პოპულარიზება, გასტროლებზე გასვლა, კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწა და მასტერ-კლასების ორგანიზება მოსალოდნელი შუალედური შედეგები: თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა თეატრისადმი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მაყურებელთა დასწრების ზრდის მაჩვენებელი 4.3. 50,0ათასი ლარი - ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0503) პროგრამის მიზანი: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის პროგრამები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდების საჭიროებებიდან, მისწრაფებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მცირე პროექტების თანადაფინანსება, ახალგაზრდების აქტიური დასვენებისა და გართობის ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის მიმართული ღონისძიებები. ახალგაზრდული აქტივობის ზრდა, მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიარიზაცია, მოტივაცია განათლებისა და თვითგანათლებისათვის. აალგაზრდების საზოგადოებრივი აქტიურობა. ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება. კომპიუტერისა და ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა დევნილ და ნაკლებადუზრუნველყოფილ ახალხაზრდებისთვის. ,,ეტალონ მედია“–ს გადაცემაში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის მონაწილეობის პროგრამის განხორციელება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. განათლების, კულტურის , ხელოვნების, ინტელექტუალური დონის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: განხორციელებული ახალგაზრდული პროექტების, ჩატარებული ახალგაზრდული ღონისძიებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. 4.4. 100.0ათასი ლარი–2014 წელს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 0504) 5.0 875,0,0ათასი ლარი – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) · მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე გაგრძელდება ინვალიდი, ობოლი და ტყუპი ბავშვების სოლუიალური დაცვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვა ეპიდემიებისაგან. · სოციალური რისკების განეიტრალება. · ომის ვეტერანებისა და უკიდურესად შეჭირვებულთა ოჯახების სოციალური დაცვა. · უნარშეზღუდული ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრირება. · ღარიბი მოსახლეობის სოციალური დაცვა. · დედების სოციალური უზრუნველყოფა. · სოციალური საწარმოების,შშმპ, გენდერული საკითხების ,ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა,კომფლიქტის შედეგათ დაზარალებულთა საკითხებზე აქტუალური პროექტების მხარდაჭერა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ეპიდემიმიის განგავრცელებისგან დაცული მოსახლეობა. · მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. · უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. · მრავალშვილიანი ოჯახების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. · სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. უნარშეზღუდული ბავშვების და მათი ოჯახების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სოციალური საწარმოების განვითარება,შშმპირთა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორება,ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა,კომფლიქტის შედეგათ დაზარალებულთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება. 5.1 59,0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისზიებების დაგეგმვა; დავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება. იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა მალარიის დიაგნოსტიკა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარული ღონისძიებები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა, ეპიდსაწინააღმდეგო, პრევენციული ზომების გატარება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ინფექციური და გადამდები დაავადებისაგან დაცული მოსახლეობის, ავადობის შემცირებული მაჩვენებელი.A 5.2 27,0 ათასი ლარი– ჯანდაცვის სხვა ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 0602) ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოს შენარჩუნების ღონისძიებათა გატარება. ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ავადობის პროგნოზირება და საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება. · O 5.2 . 804,0ათასი ლარი-მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0603) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ბენეფიციარებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. 110,0 ათასი ლარი–სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა უფასო სასადილოები (პროგრამული კოდი 060301) ითვალისწინებს უმწეო მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, მორალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ყოველდღიურად (გარდა კვირისა) უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფას ცხელი სადილით დღეში ერთხელ, სასადილოს ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ადგილობრივი პირები, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას ან მოპოვებული აქვთ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, ასევე მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერები ( 250 ბენეფიციარის ფარგლებში). ბენეფიციართა შერჩევა მოხდეს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის მეშვეობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესება შედეგების შეფასების ინდიკატორები: · უფასო სასადილოთი სარგებლობით საჭიროების მქონე მოქალაქეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5.2.2. 30,0 ათასი ლარი –ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060302) ითვალისწინებს ომის ვეტერანთა და ოჯახების ხელშეწყობა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის –9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 50 ლარიანი დახმარება ადგილობრივ ვეტერანებზე. ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური ხელშეწყობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზის დადგენის შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური დახმარების პროგრამაში შესაბამისი ცვლილების შეტანა მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ომის ვეტერანებისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი 5.2.3. 40.0 ათასი ლარი –ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060303) ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა დედების და დედ–მამით ობოლი ბავშვების ერთჯერად დახმარებას. ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები: მრავალშვილიანი ოჯახებისათვის– (18 წლამდე ასაკის 4 ბავშვზე – 200 ლარით; 5 ბავშვზე–300 ლარით და ა.შ; პირველი–მეორე შვილის შეძენისას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე( სარეიტინგო ქულა 57000–ზე ნაკლები)– 200 ლარით ; ნებისმიერი კატეგორიისთვის: ტყუპების შეძენისას –500 ლარით ; დედ–მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებავშვებისათვის –200 ლარი; მარტოხელა დედებისათვის, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე 200 ლარით; მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება,მრავალშვილიანი, ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, მარტოხელა დედების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალშობილთა ზრდის დინამიკის მაჩვენებელი. 5.2.4. 40,0 ათასი ლარი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია (კოდი 060304) პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები მათ შორის : 18 წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვებისათვის 100 ლარით; I ჯგუფის ინვალიდებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, სმენადაქვეითებულებს (ყრუ–მუნჯი) 100 ლარით და მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის ღონისძიება.გარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა შშმ პირთა გარემოსთან ხელმისაწვდომობის, მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების რიგი ღონისძიებები გათვალისწინებულია როგოც სოციალური დარგის სხვადასხვა კოდებით გათვალისწინებული პროგრამებიდან ასევე ბიუჯეტის სხვა დარგების პროგრამებიდან. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური, ეკონომიური და მორალური მხარდაჭერა, გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირთა მხარდაჭერისათვის გატარებულ ღონისძიებათა კონკრეტული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. 5.2.5. 25,0 ათასი ლარი– მარჩენალ დაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამულიკოდი 060305) პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალ დაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერას. მარჩენალდაკარგულთა ოჯახს,რომელსაც ჰყავთ 18 წლამდე შვილი, ერთჯერადი დახმარების სახით ეძლევა თანხა 200 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მარჩენალ დაკარგულთა ოჯახების მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მარჩენალ დაკარგულთა ოჯახების ხელშეწყობის რაოდენობრივი მაჩვენებელი 5.2.6. 3,0ათასი ლარი- ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060306) 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა, მოხუცების პატივისცემა და თანადგომა, მოსალოდნელი შუალედური შედეგები: 100 წელს გადაცილებულ პირთა მატერიალური და მორალური მხარდაერა შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტში ცხოვრები100 წელს გადაცილებულთა მონაცემთა ბაზის დადგენა და მხარდაჭერა. 5.2.7. 40,0 ათასი ლარი– სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 060307) სადღესასწაულო დღეებში (შობა–ახალი წელი და აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეებს (ადგილობრივი და დევნილი–12 კაცი), უდედმამო ბავშვებს (12), მიუსაფართა სასადილოს (250) და სოციალური საცხოვრისის (15) ბენეფიციარებისთვის ფინანსური , მატერიალური და მორალური მხარდაჭერა, სადღესასწაულო დღეებში ( შობა–ახალი წელი და აღდგომა) დახმარება საჩუქრებით. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა ( 14 ივნისი, 3 დეკემბერი). მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა შედეგების შეფასების ინდიკატორები: სადღესააწაულო დღეებში ბენეფიციარებისათვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზეიმო განწყობის შექმნა
5.2.8 49,0 ათასი ლარი-უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და პენსიონერთა ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 060308) მგზავრობის საფასურის თანადაფინასება. ასევე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმწეო კატეგორიის სტუდენტთა შეღავათიანი ფასებით მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით. პირველ ეტაპზე განხორციელდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისთვის (რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ, ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში) და პენსიონრებისათვის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სტუდენტთა და პენსიონერთა მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობრივი მაჩვენებელი. 5.2.9. 90,0 ათასი ლარი–უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060309) ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა.უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა. ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (300–1000ლ) დაზიანების ხარისხის მიხედვით. დახმარების გაცემა მოხდეს: სოფლებში– ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დასკვნის საფუძველზე და ქალაქში სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წარდგინებით. ბინის ქირის 100 ლარიანი საზღაური ყოველთვიურად, საკუთარი საცხოვრისის არმქონე: უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 70000–ზე ნაკლები) პენსიონერების, შშმპ, მარტოხელა დედის, მრავალშვილიანი ოჯახების, მარჩენალდაკარგული პირისათვის , რომელსაც ჰყავს ერთი ან რამოდენიმე არასრულწლოვანი შვილი. ბენეფიციართა შერჩევა მოხდეს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის მეშვეობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · უსახლკაროდ დარჩენილთა მოსახლეობის მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სხვადასხვა გარემოებებით უსახლკაროდ დარჩენილთა მოსახლეობის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მაჩვენებელი. 5.2.10. 7,0 ათასი ლარი– დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060310) დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები. გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა 100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობის რაოდენობრივი მაჩვენებელი. 5.2.11 70,0 ათასი ლარი–უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060311) პროგრამით გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში უმწეო მოსახლეობისთვის გათფობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება. მერიის მიერ უფასოდ გაზიფიცირებული ბენეფიციარების გაზის ხარჯის ერთჯერადი თანადაფინანსება 100 ლარის ოდენობით; აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის შეშით ან სანაცვლოდ 100 ლარიანი დახმარება . მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · უმწეო ოჯახების ყოფითი მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · უმწეო ოჯახების ყოფითი მდგომარეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი 5.2.12 300,0 ათასი ლარი–სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060312) პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას და უკიდურესად შეჭირვებულ პირთა სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული ოპერაციების დარჩენილი ნაწილის თანადაფინანსება. სამედიცინო დახმარების პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით. - ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოქალაქეების ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა(ლიმიტი 500 ლარი); მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. - სამედიცინო გამოკვლევებით უზრუნველყოფის პროგრამა– ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოქალაქეებისთვის კომპიუტერული და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის, კორონაროგრაფიის დაფინანსება(ლიმიტი 500 ლარი); მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. - ვირუსული C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა–ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოქალაქეებისთვის გენოტიპირების, ხოლო უმწეო კატეგორიისთვის სრული დიაგნოსტიკური პაკეტის დაფინანსებას (ლიმიტი 500 გენოტიპირების, 800–სრული დიაგნოსტირებისთვის); მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის C ჰეპატიტის სრულფასოვანი დიაგნოსტიკის ხელშეწყობა შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. -სტაციონარული სამედიცინო მომსახურება–აღნიშნული პროგრამით დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ–ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა 70 000–დან 100 000–მდე და საჭიროებენ ქირურგიულ დახმარებას. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგი სახით: 1 000 ლარამდე სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება–100%–ით; 1000 ლარიდან – 3 000 ლარამდე 50%–ით; მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. 5.4.5 აუტიზმით და ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება– აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ 18 წლამდე ასაკის ბავშვები წელიწადში ერთხელ (ლიმიტი 1000 ლარი). მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 18 წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. 5.4.6 ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა– აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ II ტიპის დიაბეტით დაავადებული უმწეო პირები(სარეიტინგო ქულა 70000–ზე ნაკლები). მოხდება მათი მედიკამენტებით ყოველთვიური უზრუნველყოფა (სტანდარტული მედიკამენტებიდან ერთერთი). ლიმიტი 50 ლარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · II ტიპის დიაბეტით დაავადებული უმწეო პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. 5.5 სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზიანებულთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 0604) პროგრამა ითვალისწინებს ასახლებას დაქვემდებარებული, დამეწყრილი ოჯახების ფინანსურ ხელშეწყობას. სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზარებულთა ოჯახების მხარდაჭერა ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზიანებულთა ოჯახების მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზიანებულთა ოჯახების დახმარების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 5.2 25,0 ათასი ლარით–პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში’’ (პროგრამული კოდი 0605) ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში’’ ითვალისწინებს საცხოვრისის ბენეფიციართა კორპუსებში ბუნებრივი გაზის შეყვანაა,ეზოს კეთილმოწყობას, კომუნალური გადასახადების თანადაფინანსებას (გათბობა). მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა ყოფითი პირობების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა ხარისხობრივი მაჩვენებელი 5.3 30.0 ათასი ლარი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფსაყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 06) პროგრამა ითვალისწინებს თავშესაფრის არმქონე ბენეფიციარებისათვის სოციალური საცხოვრისის დაპროექტების, სოციალური საწარმოების განვითარების, შშმპ პროგრამების, გენდერული საკითხების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა აქტუალური პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას (დაფინანსება ან თანადაფინანსება). აღნიშნულ საკითხზე საჯარო მოხელეთათვის (მერიის აპარატის მუშაკები) კვალიფიციური ტრეინინგების მოწყობას მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით და საინფორმაციო –საინსტრუქტაჟო მასალების მომზადებას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს საკრებულოს მიერ შექმნილი კომისიისა და დებულების შესაბამისად. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით ,ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული პროექტების განხორციელების შედეგად ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე მოსახლეობის ინტერესებისა და სოციალური მოთხოვნების გათვალისწინებით შერჩეული და დაფინანსებული პროექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. |
მუხლი 11.
მარეგულირებელი ნორმები |
1. ზუგდიდის ქალაქის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს ქალაქ ზუგდიდის მერიის ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშიდან მერიის საფინანსო სამსახურის მეშვეობით;
2. 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებებთა გადანაწილება წლიური ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს ზუგდიდის მერიის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამის საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. 3. 2015 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მუშაკებზე პრემიები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და დახმარებები გაიცეს შესაბამის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში;. 4. არასამეწარმეო არაკომერციულმა იურიდიულმა პირებმა არაფინანსური აქტივების ხარჯვაზე თანხების გამოყოფა უზრუნველყონ ქალაქ ზუგდიდის მერიასთან შეთანხმების შემდეგ წარმოდგენილი ხაჯთაღრიცხვისა და ხელშეკრულების მიხედვით. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვროს ამ საკითხზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 6. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. 7. ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გეგმური ზარალის შევსებისათვის დამტკიცებული თანხის გამოყოფა განხორციელდეს საფინანსო საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით. 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი - 95,0 ათასი ლარი მიიმართოს მათშორის: ა) 33.0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ბ) 45,0 ათასი ლარი – ,,სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილების განსახორციელებელ ღონ- ისძიებათა დასაფინანსებლად. გ) 10,0 ათასი ლარი – ,,სამშობლოს დაცვისათვის დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდაყოფის შესახებ „საქართველოს კანონით“ განსაზღვრული უფლებამოსილებების ღონისძიებათა დასაფინანსებლად. დ) 7,0 ათასი ლარი – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. |
მუხლი 12.
სარეზერვო ფონდი |
2014 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს ქალაქის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 13.
ვალდებულებები |
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი 987,8 ათასი ლარით. |
თავი III
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დოკუმენტის კომენტარები