დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016050 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016047) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-7 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან ეკონომიკა; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;“. 2. 31-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ჰუმანიტარული მეცნიერებანი ან სოციალური მეცნიერებები; უცხო ენა: სავალდებულო - ინგლისური, სასურველი - რუსული; გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR მენეჯმენტის) მიმართულებით, მათ შორის, არანაკლებ 2 წლის სტაჟი მენეჯერულ პოზიციაზე, შესაბამისი მიმართულებით; სასურველი - საჯარო სამსახურში, შესაბამისი მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;“. 3. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის სამმართველოს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; ა.გ) საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“; ა.დ) „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება; ა.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი - მაგისტრის ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი - ეკონომიკა, საჯარო მმართველობა ან ინჟინერია; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული; გ) სასურველი - მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; სასურველი - ეკონომიკის ან ინჟინერიის სფეროში; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები