დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.35.167.016195 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge 21/01/2015,010260040.35.167.016189). |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის თანხმობით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით(ბრძანებით). 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები