დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016914 |
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016675) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
1. „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) საჯარო დაწესებულებაში („საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების შესაბამისად) დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემისას მინისტრის წერილობითი თანხმობის პროექტის მომზადება;". 2. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი;“. 3. „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა;“. 5. „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წ) სხვადასხვა ტიპის ბაზების წარმოება (საგრანტო ხელშეკრულებებისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში, ხელშეკრულებების აღრიცხვა - ბაზის განახლება; მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ბაზის წარმოება/შესაბამისი ცვლილებების ასახვა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება/განახლება; საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების აღრიცხვა და შესაბამის ბაზაში ასახვა; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების) მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება; სამინისტროს თანამშრომელთა შვებულება/მივლინების ბაზების წარმოება და სხვა);". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები