დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.034.016414 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი – 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ადმინისტრაციული დაკავების დროს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით, ზეპირად (სიტყვიერად) განუმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ინდივიდუალურ ნომერს (9 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზეც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „MIA“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. 3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 მუხლი: „მუხლი 18 1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ოქმებს გააჩნია ანბანური სერია და ციფრობრივი ნუმერაცია. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ოქმების ციფრობრივი ნუმერაცია განისაზღვრება ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. 3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) №1 დანართი – „აბ“ ან „აგ“; ბ) №3 დანართი – „ად“ ან „აე“; გ) №4 დანართი – „ავ“ ან „აზ“; დ) №5 დანართი – „ათ“ ან „აი“; ე) №6 დანართი – „აკ“ ან „ალ“; ვ) №8 დანართი – „ამ“ ან „ან“; ზ) №9 დანართი – „აო“ ან „აპ“; თ) №10 დანართი – „აჟ“ ან „არ“; ი) №11 დანართი – „ას“ ან „ატ“. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ანაწილებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე, აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრისა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დანაყოფების ოქმებით მომარაგებას. აღნიშნული ოქმებით მომარაგების თაობაზე სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დანაყოფი წერილობით მიმართავს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. 5.სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) N1 დანართი – „ბა“ ან „ბბ“; ბ) N5 დანართი – „ბგ“ ან „ბდ“; გ) N6 დანართი – „ბე“ ან „ბვ“; დ) N8 დანართი – „ბზ“ ან „ბთ“; ე) N9 დანართი – „ბი“ ან „ბკ“; ვ) N10 დანართი – „ბლ“ ან „ბმ“; ზ) N11 დანართი – „ბნ“ ან „ბო“. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმების საჭირო რაოდენობით დაბეჭდვისა და სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილ მოსამსახურეებზე განაწილების პროცესს საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ოქმების დაბეჭდვისათვის უფლებამოსილება გააჩნია როგორც სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ასევე ტერიტორიულ ორგანოს. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო უშუალოდ მის მიერ ოქმების დაბეჭდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ოქმების დუბლირებული ნუმერაციით დაბეჭდვის გამორიცხვის მიზნით, წერილობითი თანხმობის მისაღებად მიმართავს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნული თანხმობა გასცეს ასეთი მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ოქმების დაბეჭდვისა და მიღების შემდეგ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილობით ინფორმირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისაგან ოქმების გამოთხოვის შემთხვევაში, მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი უნდა გაიცეს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიმართვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. 7. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) №6 დანართი – „და“ ან „დბ“; ბ) №7 დანართი – „დგ“; გ) №8 დანართი – „დდ“ ან „დე“; დ) №9 დანართი – „დვ“ ან „დზ“; ე) №10 დანართი – „დთ“ ან „დი“. 8. ბრძანებით დამტკიცებული დანართების (გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა) დაბეჭდილ ვერსიებში აუცილებელია მითითებულ იქნეს შესაბამისი დანართის ნუმერაცია.“. |
| მუხლი 2 |
№1, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10 და №11 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები