დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.156.016198
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
27/01/2015
ვებგვერდი, 29/01/2015
010260020.35.156.016198
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/01/2015 - 27/03/2015)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2015 წლის 27 იანვარი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე,  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი  №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი



დანართი №1

მანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

მუხლი 1. წესის რეგულირების  სფერო
 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიების გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

მუხლი 3. პრემიის გაცემის საფუძველი
  1. პრემია გაიცემა გამგეობის თანამშრომლებზე მათ მიერ  შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.
  2. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  3. პრემიის გაცემა ხორცილდება დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.

მუხლი 4. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
  1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ  სარგოს 100%-ს .
  2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრიციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში  სამჯერ.

მუხლი 5. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
  1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს  შესაბამის სამართლებრივ  აქტს (ბრძანებას).
  2. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.