საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016215
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
27/01/2015
ვებგვერდი, 29/01/2015
010250050.35.158.016215
საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/01/2015 - 20/07/2015)

საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2015 წლის 27 იანვარი

ქ. ბოლნისი

საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნატის „შ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის  შესაბამისად :

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ    საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

                                                                                                                                                                    დანართი №1
   
   საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი

მუხლი 1
 
სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების მომენტიდან  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იქმნება სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგებისა და ზარალის დამდგენი დროებითი სამუშაო ჯგუფი.  

მუხლი 2
1. საკრებულოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის საფუძვლად შექმნილი სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დამდგენი სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს დასკვნას, შემდეგი თანდართული მასალებით:

ა. სამუშაო ჯგუფის მიერ  სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დაფიქსირების მომენტისთვისა და მის შედეგად დაზიანებული კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი   (ფოტო-მასალა, სიტუაციური აღწერილობა).

ბ. სტიქიის (სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) შესახებ ცნობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან.

გ.  მოსავლის განადგურების პროცენტულ მაჩვენებელზე ინფორმაცია, რომელიც დგინდება სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების  შედეგად დაზიანებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სამუშაო ჯგუფის დასწრებით მოსავლის აღებისას, ადგილზე ხორციელდება შერჩევითი საკონტროლო ჭრა, რომელიც ტარდება დაინტერესებული პირის მიერ და მიღებული მონაცემები უფარდდება საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელს.

2. მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა)  სსიპ  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა სტიქიის (სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა)  შესახებ კონკრეტული მიწის ნაკვეთიზე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები.

გ. ნიადაგის გამოკვლევის დამადასტურებული  დოკუმენტი (დასკვნა გაცემული  ლაბორატორიის  მიერ,  ნიადაგის ლაბორატორიული ტესტირება);

მუხლი 3
სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების  შედეგად დაზარალებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსარგებლეების განცხადების მიღების ვადა განისაზღვროს  სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დღეს და მომდევნო დღეს.
მუხლი 4
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვროს 20 კალენდარული დღე.